დათო გორგილაძე

7 Mar. 2023, 13:46

ამ კანონის მიღება-არმიღება მართლა არის წყალგამყოფი. მე მგონია საერთოდ, რომ ამ კანონის ინიციირება უკვე არის ძალიან დიდი დანაშაული ჩვენი მეგობრების წინაშე, რომლებიც ჩვენგან ელოდებიან იმ სიგნალებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო უნდა იდგეს იმ დემოკრატიულ გზაზე, რომელიც ჩვენ კარს გაგვიხსნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმას, რომ, რა წერია იმ კანონში, იმას, რამხელა სიცრუე მოდის, როცა ამ კანონს ასაღებენ, როგორც ამერიკულ კანონს, სინამდვილეში კი, სიტყვასიტყვით არის რუსულ-უნგრული კანონი და მეტიც, ახსნაც კი ზუსტად ისეთივე აქვთ, როგორც ხსნიდნენ ამ ყველაფერს რუსეთში და რაც მოხდა ყველაფერი ყველამ კარგად დავინახეთ.

ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, კეთილისმოსურნე ქვეყანა, რომლებსაც უნდათ, რომ მიგვიღონ ევროპულ ოჯახში, გვეუბნებიან, რომ ამ კანონის მიღება არა თუ შეაფერხებს, არამედ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში. უჯანსაღესი ნაწილი იკრიბება ამ კანონპროექტის გასაპროტესტებლად და იმედი მაქვს, ეს პროტესტი მიზანს მიაღწევს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს

ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილების საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა…