ლექს-სენი

6 Mar. 2023, 13:54

არსებობს ადამიანი, ვისაც არ მიაჩნია პრობლემურად [რუსული კანონი]? კანონპროექტი აქ არის მეორეხარისხოვანი, უბრალოდ, რაღაცა მიზეზებია, ნამცეცები. მთელი მიზანი და გეგმა არის ამ საცოდავი ქვეყნის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, ეს არის მთელი თავი და ბოლო. აი, ეს კანონი არის მეორეხარისხოვანი. მთავრობა როცა გყავს რუსული, მიგექაჩებიან რუსეთში. 

კი, ბატონო, ეგრეა. ნელა-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ... ძირითადად მასმედიის, პრესის პრობლემა უფრო არის. ყველას მიადგა ნელ-ნელა. როცა საზოგადოების სხვა წევრები აპროტესტებდნენ ხოლმე რაღაცას, მეორე ნაწილი ვერ აღიქვამდა ამას ადეკვატურად, ახლა სანამ თვითონ არ შეეხო ვინმეს, მანამ ვერ გაიღვიძეს. ასეა. სანამ ყველა არ გაიღვიძებს და არ მიხვდებიან, რომ საბჭოთა კავშირის წევრები გახდებიან, დიდი რუსეთის ფედერაციის, მერე გვიან იქნება. 

განუცხადა მომღერალმა On.ge-ის რუსული კანონის შეფასებისას. კანონპროექტები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტად შერაცხვაზე ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ შეიმუშავა, მმართველი გუნდი კი მხარს უჭერს. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  2. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
  3. საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
  4. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
  5. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში

გირჩევთ

ახლა კითხულობენ