პროტესტის მიუხედავად, ოხანაშვილმა შაქარიშვილს ჰომოფობიურ რეპლიკაზე შენიშვნა არ მისცა
ფოტო: პარლამენტი
იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც რუსული კანონი განიხილება, კვლავ ხმაურის ფონზე გრძელდება.
დეტალები: ოხანაშვილი ყველა გამომსვლელს, რომლებიც რუსული კანონს აპროტესტებენ, კითხვების დასმისკენ მოუწოდებდა, სიტყვას აწყვეტინებდა და რიგ შემთხვევაში არ ასრულებინებდა.
- მან შაქარაშვილსაც მოუწოდა რამდენჯერმე, რომ კითხვა დაესვა, თუმცა ფორმალურად, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი განცხადების გაკეთების საშუალება ბოლომდე მისცა.
შაქარაშვილის რამდენიმე წუთი სამოქალაქო სექტორისა და რუსული კანონის ოპონენტების კრიტიკას დაუთმო და ისინი "სხვების" დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა.
- ზუსტად იმეორებდა ქართული ოცნებისა და ანტიდასავლური ძალის ნარატივს და ამტკიცებდა, თითქოს, ისინი უცხო ქვეყნის ინტერესებით, ხარჯებითა და დავალებებით მოქმედებენ.
- "მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე, რაც უარი თქვა იყოს ვასალი სხვა ქვეყნის ინტერესების სამსხვერპლოზე, მას შემდეგ, რაც უარი თქვა, იდგეს ცალ ფეხზე და ასკინკილით შევიდეს ევროკავშირში, მას შემდეგ თქვენმა პატრონებმა მოგცეს დავალება".
- "თქვენ არ გაინტერესებთ არც კანონის შინაარსი, მომავალი, გაინტერესებთ თქვენი ჯიბე, პირადი კეთილდღეობა, პრივილეგიები. გაინტერესებთ სხვისი ინტერესები და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესები".
გარდა ამისა, რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა პროტესტს ყალბი პათეტიკა უწოდა და "უკონტროლო ფულზე" საუბრობდა.
- გამოიყენა ჰომოფობიური რეპლიკაც, რასაც იქ მყოფთა პროტესტი მოჰყვა, თუმცა, ამის მიუხედავად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არა თუ სიტყვა არ გააწყვეტინა, შენიშვნაც არ მიუცია.
- კერძოდ, შაქარიშვილი ამტკიცებდა, რომ ორგანიზაციებიდან მიღებული თანხები "ლიბერალური დიქტატის განმტკიცებას, ეკლესიასთან ბრძოლას, ლგბტ პროპაგანდას, სახელმწიფო ინტერესების მოშლასა და დესტრუქციას" ემსახურება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2 მარტს საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს, რასაც პარალელურად პარლამენტში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაპროტესტებდით.
- კომიტეტების სხდომებზე, მათ შორის, არც დღეს არ შეგვიშვეს მედია, NGO-ები, კრიტიკულად განწყობილი დეპუტატები, თუმცა შეუშვეს ანტიდასავლური მოძრაობის, ხალხის ძალის წევრები და ქართულ ოცნებასთან აფილირებული ე.წ. უფლებადამცველები.
- პარლამენტთან აქციაზე მისულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს პოლიცია აპატიმრებდა — უმეტესად იმიტომ, რომ მონას და მოღალატეებს იძახდნენ.
- ხოლო მედიაზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარე პროცესებს აშუქებდა იძალადეს — საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გამოაგდეს On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი.
- აქციაზე დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი.
საიაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კონვენციური უფლებების პატივისცემით, არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა.
- ასოციაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — შეისწავლოს მედია წარმომადგენლების, დემონსტრანტების დაკავების, სავარაუდო დაზიანების ფაქტები და ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევაზე, როგორც ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის მსუსხავი ეფექტის მქონე პრაქტიკაზე.
ეთიკის ქარტია პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას და ჟურნალისტების დაკავებას გმობს.
- ქარტია მოუწოდებს თავმჯდომარეს ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანაზე მკაცრი რეაგირება ჰქონდეს და დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ დაცვის სამსახურის ქმედებები.
- ასევე მოუწოდებს პარლამენტს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები