გიგა ბოკერია

6 Mar. 2023, 12:09

ეს კანონი, დღევანდელი განხილვის საგანი, არის ნაწილი უფრო დიდი პრობლემის და ეს უფრო დიდი პრობლემა არის დღევანდელი რეჟიმის არჩევანი, რომ ივანიშვილის ძალაუფლებისა და ფულისთვის ივაჭროს ჩვენი ქვეყნის მომავლით და სამიზნედ ამოირჩიოს დასავლეთი.

ამ კანონის შინაარსზე უფრო დიდი პრობლემა არის მოტივაცია და ვის ხედავს მტრად ეს რეჟიმი. არა პუტინისტებს და პუტინის რეჟიმს, რომელიც მისი მოკავშირეა ქვეყნის შიგნით, არა, დასავლეთს, ამერიკასა და ევროპას. ამაში ხედავს პროპაგანდას, რომელიც ძალაუფლებას შეუნარჩუნებს და ამის შედეგი არის საქართველოს იზოლირება თავისუფალი სამყაროსგან, რომელიც გვჭირდება მორალურად, რადგან ეს არის ჩვენი სამყარო და პრაგმატულად, რადგან მარტოები არ უნდა დავრჩეთ რუსეთის წინაშე. 

ეს კაცი და მისი გარემოცვა ჩვენ გვტოვებს მარტოებს რუსეთის უზარმაზარი საფრთხის წინაშე. მშვიდობის დროშის ქვეშ რეალურად გვიზრდის საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი თავისუფლების და ეს კანონი სჭირდება სწორედ ამისთვის, რომ ეს პროპაგანდა გააღრმაოს. ამიტომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისამ ჭაობიდან ამოსვლის არის ამ რეჟიმის ჩამოცილება.

იმის მიუხედავად, ამ კანონს ბოლომდე მიიყვანს თუ არა, თავისთავად ფაქტი ამის ინიციირების და ამ პროპაგანდის უკვე არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რამხელა ზიანის მომტანია და რამხელა ღალატია ამ რეჟიმის ეს კურსი.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. დღეს იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს, რომელსაც უკვე დაუჭირეს მხარი საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება, საკანონმდებლო ორგანოში კი შესვლის შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს კომიტეტი დაატოვებინეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია პრემიერ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე გამოსვლას…