100%-იანი ზრდა და ახალი შოურუმი ბათუმში — როგორი იყო მაზდა ცენტრი თეგეტას 2022 წელი
ფოტო: თეგეტა
რეგიონში შექმნილი სიტუაციის ფონზე, გართულებული მიწოდების, ლოგისტიკისა თუ ფინანსური ოპერაციების მიუხედავად, მაზდა ცენტრი თეგეტამ 2022 წელი შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა. 2021-თან შედარებით, კომპანიამ 100-პროცენტიანი ზრდა აჩვენა და 230 მაზდა გაყიდა. 2022 წელსაც პოპულარობა შეინარჩუნა CX5 მოდელმა, მასთან ერთად კი გაზრდილი იყო მოთხოვნა Mazda CX 9-ზეც
"მომხმარებლისა და საკუთარი საქმის ერთგულება, ხარისხსა და სიახლეებზე ორიენტირებულობა, ეფექტიანობა, გუნდურობა და უწყვეტი სწრაფვა სრულყოფისკენ — ეს მაზდა ცენტრი თეგეტას მთავარი ფასეულობებია", — აღნიშნავს მადონა ბაკურაძე, Tegeta Premium Vehicles-ის საოპერაციო დირექტორი, — "ერთი მხრივ, ამ ფასეულობებით და მეორე მხრივ, წინსვლაზე ორიენტირებული ნაბიჯებით, კომპანია 11 წლის განმავლობაში მუდმივად ვითარდება. ყველა საქმე თავისი შედეგით ფასდება და ჩვენთვის ამ შედეგებზე მეტყველებს გასული 2022 წელი, რომელიც ყველა განვლილი წლისგან გამორჩეული იყო".
გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებული მანქანები თანამედროვე ავტოინდუსტრიაში სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვება მაზდა ცენტრი თეგეტა და ყველა სიახლეს მომხმარებელს ოპერატიულად სთავაზობს. მათ შორის იყო Mazda CX5, რომლის განახლებული ვერსია მაზდა ცენტრი თეგეტამ მომხმარებელს 2022 წლის ზაფხულიდან წარუდგინა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ხდება ბაზარზე, რაზეა მოთხოვნა, რა სურთ მომხმარებლებს, რას სთავაზობენ მათ კონკურენტები და ჩვენ რა უპირატესობებით უნდა ვისარგებლოთ", — ამბობს თათია ბოჭორიშვილი, მაზდას გაყიდვების მენეჯერი, — "ზოგადად, ბაზარზე მაზდას ბრენდზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია და ამაზე მეტყველებს გაყიდვების მაჩვენებელიც. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, პირველი და უმნიშვნელოვანესი ავტომობილის ხარისხია, რომელიც ყველა დეტალში იგრძნობა, ასევე ახალი თაობის სქაიაქტივ ტექნოლოგიის ძრავები, რომელთა მეშვეობითაც ავტომობილის წვა მინიმუმზეა დაყვანილი, დაბოლოს, მაზდას დახვეწილი და ულტრათანამედროვე დიზაინი, რომელიც მას მეტად მიმზიდველს ხდის".
ფოტო: თეგეტა
2022 წელს მაზდა ცენტრი თეგეტამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა — ბათუმში მაზდას შოურუმი გახსნა. იაპონური მწარმოებლის სამოდელო რიგიდან, ამ ეტაპზე, ბათუმის შოურუმში წარმოდგენილია Mazda 6, Mazda CX 5 და Mazda CX 9 მოდელები.
"მაზდას ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, დღის წესრიგში დადგა ქსელის გაფართოების აუცილებლობა", — ჰყვება მადონა ბაკურაძე, — "გადაწყდა, შოურუმი ბათუმში გაგვეხსნა, სადაც ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის შეძენის კიდევ უფრო გამარტივებული სისტემა შევთავაზეთ. ასევე მნიშვნელოვანია ავტომობილის შესყიდვის შემდგომი სერვისები. ამ მხრივაც, ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად შეუძლიათ, ადგილზე მიიღონ მომსახურება. უახლოეს მომავალში ბათუმში სერვისის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. ამასთანავე, მიმდინარე წელს მომხმარებელს მაზდას მოდელების კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შევთავაზებთ".
კომპანიაში ამბობენ, რომ 2023-ში მაზდას ორი ახალი მოდელის პრეზენტაცია იგეგმება. პირველი იქნება მაზდა CX-60, რომელიც უფრო მეტად გაბარიტულია, ვიდრე CX-5. ამ დახვეწილი დიზაინის მოდელის ყიდვას მომხმარებლები მაისის ბოლოს შეძლებენ, ხოლო მაზდას ყველაზე დიდი SUV საქართველოში — CX-90 ივლისიდან გაიყიდება.
მაზდა ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს Mazda-ის ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. კომპანია მომხმარებელს თბილისისა და ბათუმის შოურუმებში უწევს მომსახურებას.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები