შალვა პაპუაშვილი

17 Feb. 2023, 15:22

ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არის მცდელობა გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით, უბრალოდ, ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს თემის ცენზურა. საკვირველია, პრინციპში, როდესაც საუბარი მიდის გაჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულობაზე, რომ გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხისთვის ტაბუს დადებას. და, ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია. 

რაც შეეხება მოსაზრებებს, რომლებიც გვესმის, შესაძლებელია აქ იყოს სენსიტიური თემები, მაგრამ უნდა შევხედოთ სხვა მხრივაც. კერძოდ, როდესაც საუბარია გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, ეს არ არის ახალი თემა, მათ შორის ჩემთვისაც, ამაზე ვესაუბრებოდი არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებს. [...]

ანტიდემოკრატიულია ჩემთვის საკითხებისთვის ტაბუს დადება. გასაგებია, რომ არის სენსიტიური საკითხი და გასაგებია, რომ არსებობს ცუდი პრაქტიკებიც, მაგრამ ამიტომ არსებობს რეგულაციები. ნებისმიერი რეგულაცია ცუდად იქნას გამოყენებული. ესაა სისტემების პრობლემა. როდესაც საქართველოს ადარებენ რუსეთს, ესაა აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც არის რუსეთში, სადაც დემოკრატიაზე არ არის საუბარი, საქართველოსთან შედარება აბსოლუტურად მიუღებელია.[...]

მაგალითისთვის გეტყვით, ორგანიზაცია სირცხვილია, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც არაერთხელ სწორედ ძალადობრივი ქმედების გამო სამართალდარღვევაში ცნობილი მათი წარმომადგენელი და ვიცით, რომ ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებული, ვიცით გარკვეული განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან ფინანსდებოდა, თუმცა არ არის ცნობილი მათი ფინანსური...ვინ არის მათი დამფინანსებელი, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, რა ვიცი, იცით თქვენ ვინ არის? 

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტზე ლაპარაკისას თქვა, რომ არის თემაზე ტაბუს დადების მცდელობები და მოძრაობა სირცხვილიას მაგალითზე და მისი დაფინანსების წარმომავლობაზე პაპუაშვილმა სცადა, რომ ინიცირებული კანონპროექტის "მნიშვნელობა" წარმოეჩინა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  3. ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა
  4. ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
  5. "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ