რა როლს ასრულებს წარმატებაში ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი მეწარმეების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას ახორციელებს. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა 2 თვის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა კურსის, ტრენინგისა და ქოუჩინგ სესიის სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. სწორედ ამ პროექტის მონაწილეა მანანა მჭედლიშვილი, რომელიც ხევსურული ნაქარგობებით დაახლოებით ათი წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ ამ საქმიანობითაა დაკავებული. პროექტის ხელშეწყობით კომპანია ნაჭრელა უკვე გაფართოებასაც გეგმავს.
"დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა აქსესუარს ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ვაკეთებდი", — ჰყვება მანანა, — "სოციალურ ქსელში მხოლოდ ფოტოებს ვათავსებდი და ვწერდი მიზანზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ხევსურული ნაქარგის ავთენტური სახით შენარჩუნება და დაცვა. ბევრს მოსწონდა ჩემი ნამუშევრები და მთხოვდნენ, გამეყიდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა, რადგან ერთ ნაკეთობაზე შეიძლება დღეები, კვირები და თვეებიც კი ვიმუშაო. სათანადო ფასის განსაზღვრა კი, ქართულ რეალობაში საკმაოდ რთულია. თუმცა, საბოლოოდ გაყიდვა გადავწყვიტე და ჩემი ნამუშევრების ფართო აუდიტორიამდე მისვლიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა".
დიდი მოთხოვნიდან და შრომატევადი საქმიანობიდან გამომდინარე, მეწარმემ გაფართოება გადაწყვიტა და რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც გეგმავს.
"საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა", — აღნიშნავს მეწარმე, — "შესაბამისად, იდეალისტიც უნდა იყო, რომ ამ საქმეს შეეჭიდო. ჯერჯერობით მარტო ვმუშაობ, თუმცა, მაქვს რამდენიმე იდეა და ფინანსების მოპოვების შემთხვევაში რამდენიმე ისეთი ადამიანის დასაქმებასაც ვგეგმავ, რომელიც ჩემი კომერციული იდეის სისრულეში მოსაყვანად დამეხმარება".
ნაჭრელას, როგორც მეწარმე გვიყვება, ხევსურები ნაქარგობას და ნაქარგებში გამოყენებულ ორნამენტს უწოდებენ.
"ეს სახელი ხევსურეთში თავად ნაქარგობას ჰქვია", — ამბობს მანანა, — "ნაქარგობა არის სრულიად უნიკალური, განუმეორებელი ხელოვნება თავისი შესრულების ტექნიკით, ფერებითა და ფერთა შეხამებით. აღნიშნული ხელოვნება, ფაქტობრივად გადაგვარების და საბოლოო გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ, ჩემი მიზანი გახდა უძველესი სახის შენარჩუნებით, თანამედროვე ტანსაცმელსა და აქსესუარებში გამეცოცხლებინა და დამეცვა უნიკალური ხელოვნება".
მანანა გამორჩეულ ნაქარგობებს ყოველდღიური მოხმარების ისეთ ნივთებზე აკეთებს, როგორებიცაა ტანსაცმელი და აქსესუარები.
"ნაქარგობებს ვიყენებ, როგორც მაისურზე, კაბაზე და თმის აქსესუარებზე, ასევე პატარა ჩანთებზე, სამაჯურებსა და ქამრებზე", — ჰყვება იგი, — "გარდა ქარგვისა, ჩემს ნაკეთობებს სრულად ხელით ვასრულებ — ანუ ვკერავ, რადგან საკერავმა მანქანამ შეიძლება ნაქარგი დააზიანოს და ის არ გამოვიდეს, რაც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. ამ ყველაფერს ძველი ხევსურული წესების დაცვით ვასრულებ".
ამჟამად, ნაჭრელას მთელი კოლექცია თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლას სივრცეშია განთავსებული.
რაც შეეხება ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას, როგორც მანანა ამბობს, ეს მისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იყო, რადგან საკუთარი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა შეძლო.
"ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა იყო ერთგვარი ბიძგი, რომ ჩემი ნამუშევრები მეტი ადამიანისთვის გამეცნო", — ამატებს მანანა, — "იქ დავინახე, რა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს თუნდაც ერთი ნემსით გაკეთებულ საქმეს.
"ეს არის პროექტი, რომელიც მეტი კონტაქტის, აქტივობისა თუ საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული პროექტის შემდეგ დავიწყე კიდევ უფრო აქტიურად მუშაობა და ჩემმა მომხმარებლებმა თავიდან აღმომაჩინეს ჩემს ნაქარგობებთან ერთად. წარმატებას ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს და ეს პროგრამა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია".
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები