5 არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც ლგბტქ სიყვარულზე გვიყვება
ფოტო: Sony Pictures
წიგნებს ყველა ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზით კითხულობს — ზოგს სხვა ადამიანების ცხოვრების კაბასავით მორგება და უცხო, ლამაზ ქუჩებში გასეირნება სურს, ზოგი უბრალოდ მოწყენილია და ცდილობს, ხასიათზე მოიყვანოს თავი. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, სასიყვარულო ისტორიების კითხვაზე ალბათ არავინ ამბობს უარს და თუნდაც იჩემებდეს, რომ ასეთი ამბები არ აინტერესებს, წიგნის გმირების გულებში აფარფატებულ პეპლებზე ალბათ მაინც ჩუმად ეღიმება და ცნობისმოყვარეობით თვალები ენთება.
ამ ხუთი არაჩვეულებრივი წიგნის წაკითხვა აუცილებლად გაგახსენებს, რა შეგრძნებაა, როცა ვიღაც გიყვარდება და სიხარულთან ერთად, ამ სიყვარულის ცოტათი გეშინია კიდეც.
მაშ ასე, ნახე 5 არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც ლგბტ სიყვარულზე გვიყვება:
1. შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე უისელ სტოპში — Fried Green Tomatoes at the Whistle Stop Cafe
თუკი სულ ერთი წამით წარმოიდგენ, რომ პეპი და ანიკა გაიზარდნენ და ერთმანეთი შეუყვარდათ, შეიძლება, წინასწარ მიხვდე, როგორია ფენი ფლეგის ამ გახმაურებულ რომანში იჯი ტრედგუდისა და რუთ ჯემისონის ურთიერთობა. მეამბოხე, ხუმარა იჯისა და სათნო, წესების მორჩილ რუთს, რომელიც ერთ ზაფხულს სტუმრად იჯის ოჯახში ჩადის, ერთმანეთი უყვარდებათ, თუმცა 30-იანი წლების ალაბამაში ცხოვრება და ტრადიციული აღზრდა, რუთს აიძულებს იმ კაცს გაყვეს ცოლად, რომელიც არ უყვარს.
საბოლოოდ, იჯი ეხმარება რუთს მოძალადე ქმარს თავი დააღწიოს და უისელ სტოპში დაბრუნდეს, სადაც ერთად ხსნიან კაფეს და იჯის ყველასთვის უწევს ახსნა, რომ მათ იქ არ მოწამლავენ, რადგან საჭმელს თვითონ არ ამზადებს. ქალები ერთად ზრდიან რუთის შვილსაც და სირთულეების მიუხედავად თავიანთი სიყვარულითა და ოჯახური იდილიით სხვებსაც აღაფრთოვანებენ.
2. იისფერი — The Color Purple
ელის უოკერის ამ რომანში ისეთი ამბები ხდება, რომელიც გაგაოცებთ, შეგაძრწუნებთ, შემდეგ კი შეშინებულს კალთაში ჩაგისვამთ და თავზე გადაგისვამთ ხელს. სწორედ ასეთი ცხოვრება გამოიარა წიგნის თითოეულმა გმირმაც და საბოლოოდ ის მიიღო, რასაც იმსახურებდა. სელისა და შაგ ავერის ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელ სიყვარულის ისტორიას რაც შეეხება, ჯერ წარბებს გაოცებით აგაწევინებს შუბლზე, შემდეგ გაგაცინებს, ბოლოს კი გულს გაგითბობს. თუკი სპოილერების არ გეშინია, დაე, იცოდე, რომ შაგი სელის ქმრის საყვარელი გახლდა წლების განმავლობაში და სელის დაცინვასა და ქილიკს არ აკლებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გარემოებათა გამო მისი მოვლა სელის ეკისრება, ქალები მეგობრდებიან და ეს მეგობრობა მალევე დიდ სიყვარულში იზრდება. 30-იანი წლების ამერიკის სამხრეთ ნაწილში ორი შავკანიანი ქალის სიყვარულის ისტორია ნამდვილად იშვიათი ამბავია, რომელიც მოულოდნელთან ერთად საოცრად სევდიანი და ტკბილია.
3. შენი სახელი დამიძახე — Call Me by Your Name
ანდრე ასიმანის ამ ცნობილ რომანში ელიოსა და ოლივერის სიყვარული იტალიის მცხუნვარე მზითა და მწიფე ატმებით აბრიალებულ ეზოში იწყება, რომელიც ელიოს ოჯახს ეკუთვნის და დროებით ოლივერს მასპინძლობს. 17 წლის ელიოს არ სურს საკუთარ თავს გამოუტყდეს, რომ ამერიკელი სტუმარი მოსწონს და თავდაპირველად ათასგვარ მიზეზს იგონებს მისთვის თავის ასარიდებლად. ორივე გოგოებთან შეხვედრას იწყებს, რათა საკუთარ თავს თუ ერთიმეორეს დაუმტკიცოს ერთმანეთის მიმართ გულგრილობა, თუმცა დროთა განმავლობაში წიგნებისა და ხელოვნების სიყვარული ბიჭებს ერთმანეთთან აახლოებს და ზაფხულის დარჩენილ დღეებს წიგნების ნაცვლად საკუთარი გრძნობებისა და ლტოლვის შესწავლას უძღვნიან.
4. სახლი ქვეყნიერების ბოლოს — A Home at the End of the World
მაიკლ კანინგემის რომანში ბავშვობის მეგობრების ძილისპირა საუბრები და გრძელი თეთრი ღამეები ნელ-ნელა რომანტიკულ ალში ეხვევა და ვნებისფერი ხდება. ბობი, რომელიც ჯონათანის ოჯახში იმდენად ხშირი სტუმარია, რომ მისი მშობლები მეორე შვილად აღიქვამენ, სინამდვილეში ჯონათანზეა შეყვარებული. მშობლებისა და უფროსი ძმის დაკარგვის შემდეგ კი საერთოდაც ჯონათანის ოჯახში გადადის საცხოვრებლად და მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.
მეგობრების რთული, ხშირად ეჭვით, ქიშპითა და მესაკუთრეობის გრძნობით დამძიმებული ურთიერთობა საბოლოოდ ყველა გამოცდას უძლებს და ის სიყვარული და მშობლიურობის განცდა, რაც ერთად გაზრდილ ადამიანებს აერთიანებთ, ორივეს იხსნის საკუთარი თავისგან.
5. მარილის ფასი — The Price of Salt
პატრისია ჰაისმითის წიგნის მთავარი გმირები, ტერეზა და ქეროლი, შუშაში გამომწვდეული მწერებივით გრძნობენ თავს, ერთი არასასურველ სამსახურში "დატყვევებული", მეორე — ქორწინებაში, თუმცა ერთ მშვენიერ დღესაც, როცა ერთმანეთს მაღაზიაში ხვდებიან, სადაც ქეროლი კლიენტია, ტერეზა კი — მომსახურე პერსონალი, მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. 50-იანი წლების ამერიკაში შეყვარებულ ქალებს უწევთ საზოგადოების გაკიცხვასა და მორალის კითხვას გაუძლონ, თუკი ერთად ყოფნა სურთ, მათ კი ეს ძალიან სურთ.
წიგნი დელიკატურად აჩვენებს განსხვავებას ჰეტეროსექსუალურ და ლგბტ ურთიერთობებს შორის საზოგადოების წნეხიდან გამომდინარე — სიყვარულის ღიად, საჯაროდ გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს აქვთ, ქეროლი და ტერეზა კი მხოლოდ მზერითა და სიჩუმით შემოიფარგლებოდნენ, რომელიც რატომღაც ყველა სიტყვაზე უფრო მრავლისმთქმელი და ხმამაღალია.
-
ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ლანდაუ: აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საქმეში კრისტოფერ ლანდაუ: აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საქმეში
გადახედვა
-
"ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა და სწორედ მათ უნდა გადადგან ნაბიჯები" — ლევან გოგიჩაიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა და სწორედ მათ უნდა გადადგან ნაბიჯები" — ლევან გოგიჩაიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება
-
"პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას" — დავით მათიკაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას" — დავით მათიკაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მესტიაში 6 სხვადასხვა ლოკაციაზე 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს მესტიაში 6 სხვადასხვა ლოკაციაზე 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე ირანის ელჩი: ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს! ჯო უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს!
გადახედვა
-
ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა
გადახედვა
-
მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
გადახედვა
-
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა "ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა
გადახედვა
-
ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი" გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი"
გადახედვა
-
ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
-
ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს
გადახედვა
-
შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად
-
"შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ "შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები
გადახედვა






კომენტარები