ნინო ნადირაძე

3 Feb. 2023, 13:51

ცენტრი ემპათიის მიზნები რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი კლინიკის მიზნებიდან. ჩვენ გვინდა პაციენტი იყოს კარგად. მე პირადად მთელი არსებით ვარ მოწოდებული ამისკენ. ზუსტად ამიტომ, პირველი ხუთი თვის განმავლობაში სულ რაღაც ორჯერ გამოვჩნდი მედიასთან, რომ არ გამეკეთებინა არანაირი განცხადებები, რომელსაც შეეძლო დაეზიანებინა პაციენტების პოზიცია. მე არ ვერევი არც მის დაცვაში, არც მის სურვილებში, არც მის მისწრაფებაში, მან იპოვოს თავისუფლების გასაღები. ეს მისი უფლებაა და მე მგონი, ყველა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი არის თავისუფლება. ადამიანები ზუსტად ამ თავისუფლების გამო მივდივართ ყველაფერზე. მეც არ ვიცი თავისუფლების გამო რაზე წავალ, რას გავაკეთებ, რაზე მოვაწერ ხელს. 

შესაბამისად, მე ყოველთვის ვრჩები ექიმად, ჩემი სტაფი ყოველთვის რჩება სამედიცინო მრწამსის, სამედიცინო ეთიკის მხარეს და შესაბამისად, არ გვაინტერესებს პაციენტის მისწრაფებები, არ ვერევით დაცვის მხარის ქმედებებში. ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა მე ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია და ესეც მესმის, გათვითცნობიერებული მაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას. 

განაცხადა კლინიკა ვივამედის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე. ნადირაძე პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობით პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის ადვოკატის შუამდგომლობით მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან განთავისუფლების ან სასჯელის შემდგომი გადავადების თაობაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
  2. სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
  3. ირაკლი კობახიძე: ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის
  4. რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა
  5. ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი თაკო გვილია ფეისბუქ-პოსტისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ აქტივისტი თაკო გვილია ფეისბუქ-პოსტისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი…