რას ამბობენ ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე
ფოტო: European Parliament
ევროპარლამენტში საქართველოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპარლამენტის მაღალი თანამდებობის პირებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობაზე.
- დებატებში მონაწილე ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ერთხმად ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და მისი სიცოცხლის უფლების დაცვას.
- მათი განცხადებით, გააგრძელებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს და მზადყოფნას გამოთქვამენ, დაეხმარონ საქართველოს სიტუაციის განმუხტვაში.
პოლ იონსონი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე.
- მისი განცხადებით, სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან იზრუნონ პიროვნებაზე, და ეს მოიცავს თავისუფლების აღკვეთისას როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობას.
- "პატიმართა მოპყრობის გაერთიანებული ერების ძირითადი პრინციპები, რომლებსაც საქართველომაც მოაწერა ხელი, ამბობს, რომ თავისუფლების აღკვეთა არ ნიშნავს სათანადო ჯანდაცვის უფლების შემცირებას. საქმე პირიქითაა. სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვაში," — ამბობს იგი.
- "ევროკავშირის გზავნილი ნათელია, მოვუწოდებთ ხელისუფლებას აიღოს პასუხისმგებლობა ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და რა თქმა უნდა, მის უფლებაზე ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო პროცესი", — იონსონმა.
იოჰანსონ ჰანი საქართველოს მთავრობას სთხოვს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად.
- "საქართველოს ასევე აქვს სამართლებრივი ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ყველა დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საჭირო სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად", — ამბობს იგი
- კომისარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაცული უნდა იყოს სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დასწრებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
- "იმედი მაქვს, ყველას ინტერესშია, რომ საქართველოს მთავრობამ დაუშვას სამედიცინო ექსპერტიზა დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ", — დასძენს იგი.
მირიამ ლექსმანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშაა.
- "თამაშები, გადადება და ხრიკები უნდა შეწყდეს. საქართველოს მთავრობის სამარცხვინო საქციელი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მათივე განცხადებულ ევროპულ მისწრაფებასთან, ღირებულებებთან და პრინციპებთან", — ამბობს იგი.
- ევროპარლამენტარი მოითხოვს საქართველოს ექსპრეზიდენტს ყოველგვარი გადადების გარეშე, დაუყოვნებლივ მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება.
- "სააკაშვილი ციხეში არ უნდა მოკვდეს. საქართველოს მთავრობას აქვს სრული პასუხისმგებლობა მისი ჯანმრთელობაზე და კარგად ყოფნაზე, და მათ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ სააკაშვილს რამე მოუვა", — აცხადებს ლექსმანი.
ნაჩო სანჩეს ამორი საქართველოს მნიშვნელოვან გამოწვევად პოლარიზაციას მიიჩნევს.
- "ჩვენ გვინდა ვიხილოთ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის აღსრულების შეჩერება და მისი მკურნალობა საზღვარგარეთ, არა მხოლოდ ჰუმანიტარული მიზეზების გამო, არამედ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო ნორმალიზებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას პოლარიზაციის დონის შემცირებას", — აცხადებს იგი.
პეტრას აუსტრევიჩუსი მიხეილ საკააშვილის ციხეში ყოფნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და წარსულში დაბრუნების მცდელობად აფასებს.
- "საქართველოს მთავრობა თავს პრო ევროპულად მიიჩნევს და დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავება უნდა. პარალელურად, საზოგადოება ძლიერ პოლარიზებულია და მიმდინარეობს პოლიტიკური სასტიკი ბრძოლა, რომელიც უგულებელყოფს ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც გამოაღვიძა ქვეყანა, და ისე შეცვალა, რომ ვეღარ იცნობთ, 16 თვეა ციხეში იღუპება", — აცხადებს ევროპარლამენტარი.
- მისი აზრით, იმისთვის რომ საქართველომ შეინარჩუნოს ევროპული სახე, აუცილებელია სააკაშვილს მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა დაყოვნების გარეშე.
მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევრო კომისია მალე შეაფასებს 12 პუნქტიან გეგმას, და იმას, თუ როგორ შეასრულა საქართველოს მთავრობამ აღებული ვალდებულებები.
- "ვერ ვხედავთ გაუმჯობესებას პოლარიზაციის მიმართულებით, პირიქით. სხვადასხვა მანიპულაციითა და დეზინფორმაციით კიდევ ეს პრობლემა უფრო ღრმავდება", — აცხადებს იგი.
- გრეგოროვას მტკიცებით, სააკაშვილის შემთხვევაში ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი არ აქვს კონსპირაციას, როგორც ამას ზოგიერთი აფასებს.
- "განვიცდით, რადგან ადამიანი ციხეში კვდება. მივმართავ საქართველოს მთავრობას, იფიქრეთ არა მხოლოდ იმაზე, რომ მისი ციხეში შეყოვნებით პოლიტიკურ ქულებს იწერთ, არამდე იმ ქულებზე, რომელსაც კარგავთ. დღეს მოგვიწია პოლიტიკურ პატიმარზე გვქონდეს დებატები, იმის მაგივრად, რომ გველაპარაკა კანდიდატის სტატუსზე", — დასძენს იგი.
ანა ფოტიგა უერთდება ევროპარლამენტარების მოთხოვნას, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ ჰუმანიტარული მიზნებით.
- "იგი კვდება ციხეში და ეს საქართველოს მომავალზე დიდ გავლენას იქონიებს", — აცხადებს ფოტიგა.
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები