კელი დეგნანი

2 Feb. 2023, 13:40

ამ ჩანაწერის დეტალები ზუსტად არ ვიცი, თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან ბევრ ქართველს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით, მაშინ, როცა რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ესხმის სკოლებს, საავადმყოფოებს, აკეთებს იმას, რასაც, ასევე, აკეთებდა საქართველოში. ასე რომ, ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება ამ ეტაპზე.

ასე უპასუხა აშშ-ის ელჩმა აბაშიძე-კარასინის გავრცელებულ ჩანაწერზე დასმულ კითხვას. ჩანაწერში, რომელიც გუშინ გავრცელდა, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს ეუბნება, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო "კმაყოფილია ბოლო კონტაქტებით" და სურს, ისინი რეგულარული გახდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…