ბორის ჯონსონი

31 Jan. 2023, 12:33

ჩვენ ვცადეთ ორაზროვნება და ვნახეთ, სად მიგვიყვანა ამან. ათწლეულების განმავლობაში ვიყენებდით დიპლომატიურ ორაზროვნებას ნატოსა და უკრაინის თემაზე და ეს დასრულდა სრული კატასტროფით.

წლების განმავლობაში ვეუბნებოდით უკრაინელებს, რომ ნატოში ღია კარის პოლიტიკა გვაქვს, რომ მათ აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი ბედი, რომ რუსეთს არ უნდა შეეძლოს ვეტოს გამოყენება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ღიად ვანიშნებდით მოსკოვს, რომ უკრაინა არასოდეს აპირებს ალიანსში გაწევრიანებას, რადგან ნატოს ამდენი წევრი უბრალოდ თავად გამოიყენებს ვეტოს.

რა არის ამ ორი შეუთავსებელი ქმედების შედეგი? — ყველაზე საშინელი ომი ევროპაში უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაანადგურა უამრავი სიცოცხლე, სახლი, იმედი და ოცნება. მან, ასევე, გაანადგურა მის მიმართ თანაგრძნობის ან მისი პარანოიის იუმორით ყურების უმცირესი მიზეზი. [...]

აბსოლუტურად არაფერია, რაც ნატოს შეუძლია, ასწავლოს უკრაინელებს ომში ბრძოლაზე, პირიქით, ბევრი რამაა, რაც მათ თავად შეუძლიათ, გვასწავლონ. ხალხი ამტკიცებდა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა პუტინისა და რუსეთისთვის პროვოკაციული იყო. სინამდვილეში, ჩვენ არასდროს უნდა მივიღოთ ეს არგუმენტი. [...]

ჩვენ რომ საკმარისად მამაცები და თანმიმდევრულები ვყოფილიყავით, უკრაინა რომ ნატოში შეგვეყვანა, რეალურად ის რომ გვეგულისხმა, რასაც ვამბობდით, ამ სრულ კატასტროფას თავიდან ავიცილებდით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…