ვოლოდიმირ ზელენსკი

30 Jan. 2023, 13:18

6 თვის წინ რუსეთმა ოლენივკაში საშინელი ტერაქტი განახორციელა. ჩვენ არ დავუშვებთ ამ დანაშაულის დავიწყებას, გვახსოვს ყველა მოკლული მეომარი. ჩვენ ვმუშაობთ ყველა იმ პირის დასჯაზე, ვინც მათ სიკვდილზეა პასუხისმგებელი. დამნაშავეები გამოვლინდებიან და დაისჯებიან. 
ოლენივკაში მზაკვრული მასობრივი მკვლელობა საერთაშორისო ტრიბუნალის ერთ-ერთი ბრალდება იქნება რუსი აგრესორის წინააღმდეგ. რუსეთი წააგებს ამ ომს. ბოროტება და სისასტიკე ყოველთვის მარცხდება. ჩვენ უნდა გამოვიხსნათ ყველა უკრაინელი რუსული ტყვეობიდან. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 29 ივლისს დონეცკის ოლქის ოლენივკაში სასჯელაღსრულების კოლონიის დაბომბვას სულ მცირე 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა. უკრაინის დაზვერვა მიიჩნევს, რომ სამხედრო ტყვეების მკვლელობა ვაგნერ ჯგუფის [რუსული კერძო სამხედრო კომპანია] მიერ იყო ორგანიზებული ევგენი პრიგოჟინის პირადი დავალებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კოორდინაციის გარეშე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…