კობა ნაყოფია

30 Jan. 2023, 11:34

შემდეგი პროცედურა არის ყრილობა, ყრილობამ უნდა დაამტკიცოს, რადგან საქართველოს კანონმდებლობა და წესდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ითვალისწინებს ყრილობის ჩატარებას. ყრილობა, რა თქმა უნდა გაიზიარებს შემაჯამებელ ოქმს ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების. ამის შემდეგ ახალი თავმჯდომარე შეუდგება საქმიანობას. 

პოლიტსაბჭოს არჩევნებიცაა დაგეგმილი, გეგმური. ეს არის მარტში. ეს ისედაც დაგეგმილი იყო. გახსოვთ, ალბათ, როდესაც ეს არჩევნები გამოცხადდა, ჩემი განცხადებაც იყო ასეთი, რომ რა გვეჩქარება, შეგვეძლო, ყველაფერი ერთად ჩაგვეტარებინა. 

რაც შეეხება ჩემ პარტიაში ყოფნას, მე ამ პარტიაში ვარ ძალიან დიდი ხანია, როგორც მინიმუმ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საპყრობილეში და ის გახლავთ პუტინის პირადი პატიმარი და სამწუხაროა, რომ ეს ხდება საქართველოში. მე, რა თქმა უნდა, პარტიაში აუცილებლად დავრჩები და მერე უკვე მეც გადავწყვეტ ჩემს სამომავლო გეგმებს. 

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ. მან განმარტა, რომ მარტში პარტიაში დაგეგმილი იყო პოლიტსაბჭოს არჩევნები, სადაც, მისი თქმით, დიდი ალბათობით, მონაწილეობას არ მიიღებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ