ზურაბ ჭიაბერაშვილი

28 Jan. 2023, 20:50

პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლის დღიდან ვამბობ და გავიმეორებ:

იგი ან მოიპოვებს პოლიტიკურ თავისუფლებას თავისთვის და თავისი ქვეყნისთვის, ან მოკვდება.

ფიზიკურად ის თავისუფალი იყო, მაგრამ მას, როგორც ისტორიულ ფიგურას:

—ფიზიკური თავისუფლება არად უღირს, თუ მას არ აქვს პოლიტიკური თავისუფლება,

— სიცოცხლე არად უღირს, თუ მისი ქვეყანა რუსეთის ჭაობის ნაწილად რჩება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა იცის, რომ მისი ბრძოლის ეს ყველაზე დრამატული ფაზა სიკვდილითაც რომ დასრულდეს, ის ქვეყნისა და ისტორიის წინაშე პირნათელია. ამიტომ ის თამამად ეთამაშება სიკვდილს.

შეიძლება ვინმეს აღიზიანებს, სააკაშვილმა ქვეყნისა და საკუთარი ბედი ასე გადააჯაჭვა, მაგრამ არავის აქვს უფლება, განსაჯოს იგი: ბოლო 30 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია იმდენი ჩვენი ქვეყნისათვის, რაც მას. და ამ წამებით კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას.

ქოცები ვერ გაიგებენ, სადამდე წასვლა შეუძლია სააკაშვილს. მაგრამ ეს შეიძლება გაიგონ:

ქოცებო, თქვენ უკვე ხართ სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები. შანსი გაქვთ, გიგლაბერ ბიჭაშვილებიც იყოთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…