კობა ნაყოფია

27 Jan. 2023, 22:09

ხვალ უკვე დილის 10 საათზე მიეცემა სტარტი არჩევნებს, უკვე ხელმისაწვდომი იქნება ის გვერდი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ხმის მიცემას და მე მოვუწოდებდი ყველას, ვინც დარეგისტრირდა, მიიღოს აქტიურად მონაწილეობა არჩევნებში. ერთ რამეში მინდა ნამდვილად დაგარწმუნოთ, რომ არჩევნები იქნება აბსოლუტურად ფარული, ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს მიიღეთ თქვენ მონაწილეობა არჩევნებში თუ არა და ვის მიეცით თქვენ თქვენი ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, ეს არჩევნები არის სრულად ფარული და წვდომა პრაქტიკულად არავის არ აქვს.

არჩევნები დასრულდება 30 იანვარს დილის 10 საათზე. შედეგები გამოცხადდება 30-ვე. 10 საათზე კომისია დაიწყებს უკვე მუშაობას და ვვარაუდობთ, რომ 30-ში 12 საათისთვის უკვე შედეგები იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. არჩევნების მსვლელობისას, ენმ უზრუნველყოფს, ანუ საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12, 3, 6 და 9 საათზე მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და თუ დაფიქსირდა ესა თუ ის ხარვეზი. თუმცა ჩვენ ასეთებს არ ველოდებით, რადგან ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არჩევნები ტარდება ელექტრონულად, საარჩევნო კომისიამ ძალიან ეფექტურად იმუშავა მთელი ეს პერიოდი იმისათვის, რომ 28-29 იანვარი იყოს მშვიდი, წყნარი და ყოველგვარი ხარვეზების გარეშე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში

"უმჯობესია მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში" — კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი,…