ლევან ხაბეიშვილი

24 Jan. 2023, 23:46

ყველა რაიონში და რეგიონში გაიხსნება მიშას გათავისუფლების ოფისები, აბსოლუტურად ყველგან გაკეთდება ეს. მეორე, ვაპირებ კოალიციის გაკეთებას ქართველ ხალხთან და არა კაბინეტ-კაბინეტ პოლიტიკოსებთან სიარულს და მესამე, მნიშვნელოვან რამეს გეტყვით — არ ვაპირებ, ადამიანები სხვადასხვა ქალაქებში ჩავიყვანო სასეირნოდ და არ ვაპირებ, რომ კონკრეტული ბარიკადი, რომელიც შეგხვდება და იქნება წინააღმდეგობები, ხელები ჩამოვუშვა და ვთქვათ, რომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, კანონს ვერ დავარღვევთ.

ხელისუფლება არის უკვე კანონგარეშე, რუსულ ოცნებას გამოცხადებული აქვს თავისი ღია მხარდაჭერა რუსებისთვის, ევროპელი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან მოქმედებას და გაკვირვებულები არიან, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს რუსებს და როცა კანონგარეშეა, ფაქტობრივად, ხელისუფლება და როცა ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური და არ ვაპირებ, მათ შორის, ფიზიკურად დავიხიო უკან და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენს წინ, არ გადავლახო

[...] თუ საჭირო გახდა, ამასაც [შევვარდებით და ფიზიკურად გამოვიხსნით] გავაკეთებთ, ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ. საუბარია მიშას ბედზე და ჩვენს მომავალზე, პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
  2. თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
  3. ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს
  4. რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?
  5. შალვა პაპუაშვილი: მე NGO-ში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა NGO-ში, არც მე არც ირაკლი კობახიძე ჩვენ NGO-ში არ ვართ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ოცნების" პარლამენტმა ზოგად და უმაღლეს განათლების შესახებ კანონში ცვლილებები III მოსმენით მიიღო

ოცნების პარლამენტმა ზოგად და უმაღლეს განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, III მოსმენით მიიღო.…