12 ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მოისმენ კახეთში
ფოტო: HB
კახეთი მთელს საქართველოში ცნობილია უგემრიელესი შოთებით, ღვინით, მწვადით თუ ჩურჩხელით. არანაკლებ უნიკალურია კახური ფრაზები, თუმცა შესაძლოა, მათ შესახებ დანარჩენი კუთხის წარმომადგენლებმა არც კი იცოდნენ. თუკი კახეთში აპირებ სტუმრობას და ჯერ არ იცი, რას უნდა ელოდო, ამ ფრაზების მოსმენისას ნუ გაიქცევი. ჯიგრულად შეიფერე და გაიღიმე. იმ შემთხვევაში კი, თუ თავად კახელი ხარ, ეს ფრაზები აუცილებლად ბავშვობის მოგონებებში დაგაბრუნებს.
მაშ ასე, 12 ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად გაიგონებ კახეთში:
1. მიაფსი მამაშენ!
ფოტო: Ten
კახეთში თუკი მამაშენის რომელიმე ძმაკაცი ანდა ბავშვობის ამხანაგი შეგხვდა, ტრადიციული სალმისა და მოკითხვის ნაცვლად დიდი შანსია "მიაფსი მამაშენ" გაიგონო, მით უმეტეს, თუ ჯერ კიდევ ბავშვად მიიჩნევი. აქ ეს ყველა მოფერებაზე უფრო თბილი და ჯიგრული მოფერებაა.
2. შე შობელძაღლო, შენა!
ფოტო: Tenor
კახეთში რომ ლანძღვა ხელოვნების დონეზეა აყვანილი და იქ გატარებული რამდენიმე დღეც აუცილებლად აგიმაღლებს ამ კუთხით ცოდნას, ყველასათვის ცნობილი ამბავია, თუმცა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ამ დროს ხშირად გულში გეფერებიან. "შე შობელძაღლო შენათი" მამის ძმაკაცები ხშირად მიმართავენ ბავშვებს, რაც დაახლოებით იგივეა, თბილისში რომ გითხრან, "შე მაიმუნო, შენა." ასე რომ, თუ კახეთში მოხვდები და ამ ფრაზით მოგმართავენ, ძალიანაც ნუ შეიცხადებ.
3. რას ამობ, იოოო?!
ფოტო: Tenor
აქ აშკარად რაღაც სრულიად აბსურდული თქვი და ხომ კარგად ხარო, გკითხეს. "იო"-მ თუ დაგაბნია, ისეთი არაფერი, უბრალოდ მიმართვის ფორმაა, ისევე, როგორც "ჯო", "ბჯო" ანდა "ბჯოუ", თუკი ბიჭი ხარ. თუ ქალი ან გოგო ხარ, მაშინ "გო"-ს ანდა "ქა"-ს შეგიძლია, ელოდო.
4. რაი იკრიჭები ყველიი ვაჭარივით?!
ფოტო: Tumblr
აქ, შესაძლოა, რომელიმე მასწავლებელს გაკვეთილისთვის შეუფერებლად ბედნიერი ეჩვენე და შეგახსენა, რომ სკოლაში სიბრძნის მისაღებად დადიხარ და არა ყველიი ვაჭარივით საკრეჭელად.
5. ეეეე, ბიჯო!
ფოტო: HBO
"ეეე, ბიჯო!" უამრავ სიტუაციას შეიძლება მოერგოს, თუმცა უმეტესად პროტესტნარევ გაოცებას გამოხატავს. შესაძლოა, რაღაცაში აჩქარდი ან გაფიცხდი და ზედმეტად მძაფრად მიიღე. მოკლედ, მეორედაც დაფიქრებულიყავიო, გეუბნებიან.
6. ვიშ, ქაა!
ფოტო: Gfycat
"ვიშ, ქა"-ს კახეთში უმეტესად ბებიებისგან მოისმენ, როცა რაღაც აოცებთ ანდაც აშფოთებთ. მოკლედ, რაღაც აშკარად არ ეპიტნავათ და ამგვარად გამოხატეს თავიანთი გულისწყრომა.
7. არაკიარა, როგოარა!
ფოტო: Ten
აქ, სავარაუდოდ, ტყუილში გამოგიჭირეს, გენავ, და, თუ მართლა ასეა, გირჩევნია, დროულად აღიარო, თუ არ გინდა, კახური სიფიცხე და შესაბამისი ლექსიკა იწვნიო. გახსოვდეს, ამ მხარეში ყველაზე მეტად ტყუილსა და პირფერობას ვერ იტანენ.
8. დღეი უნდა ძაან გავძღეთ!
ფოტო: HBO
სიტყვა "გაძღომამ" არ დაგაბნიოს, კახეთში მას არა მარტო ჭამას, არამედ უფრო ხშირად დალევას უსადაგებენ. მის გაგონებაზე, ჩათვალე, კედელზე ჩამოკიდებული უზარმაზარი ყანწები იხსნება და ხელიდან ხელში გადადის გამთენიამდე.
9. ჩაცეცხლე, მიდი!
ფოტო: Wifflegif
აქ რომელიმეს ცოლს ალბათ მოთმინებამ უმტყუნა და, როგორც ნამდვილ კახელებს სჩვევიათ, რასაც ფიქრობდა, ცეცხლად გექცეთო, "იმსააჩი" მოახსენა კიდეც დამსწრეთ.
10. შე ვირიშვილო, შენა!
ფოტო: Gfycat
"შე შობელძაღლოსგან" განსხვავებით "ვირიშვილო" შედარებით ნაკლებად გამოიყენება როგორც მოფერების ფორმა. ისევ შინაური თუ გეტყვის, მაგრამ ალბათ ოდნავ ნაწყენი და გაჯავრებული შინაური, რომელსაც მიაჩნია, რომ შეიძლება, ცოტა არასწორად მოიქეცი. დაე, ეს იყოს შენთვის სიგნალი, რომ ჭკუით უნდა იყო.
11. მამაილა ესა!
ფოტო: Gifer
აქ ალბათ ცოტა რაღაც მიქარე და დედამ შენს ცოდვებთან ერთად, მამაშენის დანაშაულნიც გაიხსენა მსუბუქად. საშიში არაფერია, ამ ფრაზას შესაძლოა, მსუბუქი საყვედურით, მაგრამ მაინც იუმორით და მოფერებით ამბობენ ხოლმე.
12. აიდედამოუაააა!
ფოტო: Tenor
ალბათ რაღაც შემაშფოთებელი და უცნაური მოხდა, რადგან კახეთში კაცებმა იშვიათად იციან შეცხადება. "აიდედამოუააა" რაღაცით "ვიშ, ქას" ჰგავს; ძირითადი განსხვავება ისაა, რომ მას კაცები ამბობენ ხოლმე და შესაძლოა, ხანდახან იუმორნარევ გაოცებასაც გამოხატავდეს, როცა რაღაც უჩვეულო ხდება.
ამავე თემაზე:
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა

კომენტარები