პორშე ცენტრი თბილისი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომლის მომხმარებელიც მისი აქციონერი ხდება
ფოტო: პორშე
- პორშე ცენტრი თბილისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პრემიუმ კლასის ავტომობილთან ერთად, პორშეს აქციების მფლობელი გახდეს.
- საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მზარდია.
პორშე ცენტრი თბილისი პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც გერმანული ბრენდის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ახალ ავტომობილთან ერთად, პორშეს აქციების მფლობელები გახდნენ. განსაკუთრებულ სტატუსთან ერთად, ეს ნიშნავს, მიიღო ფინანსური სარგებელი, რადგან საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მუდმივად იზრდება.
მომხმარებელს აქვს შანსი, გახდეს საერთაშორისო ბრენდის აქციონერი და გაიზიაროს ის წარმატება, რასაც პორშემ საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზებით (IPO) მიაღწია.
პეტრე წაქაძე, პორშე ცენტრი თბილისის დირექტორი: "ჩვენ გვსურდა, კიდევ ერთხელ გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ჩვენი მომხმარებლების მიმართ და მიგვეცა უნიკალური საშუალება, გამხდარიყვნენ მსოფლიო ტოპ ბრენდის აქციონერები. ვფიქრობთ, აქციების ფლობა, მათ გაუჩენს მეტ მოტივაციას, უგულშემატკივრონ საყვარელ ბრენდს და მხარი დაუჭირონ პორშეს წინსვლას ავტობიზნესში. ასევე მიიღონ სარგებელიც, რადგან პორშეს წარმატება ამიერიდან მათი წარმატებაც იქნება. ჩვენი ერთგული მომხმარებლები პორშესა და კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის პორშე ცენტრი თბილისის უნიკალური აქციით ავტომატურად ხდებიან იმ დიდი სიახლეების მონაწილეებიც, რასაც პორშე გლობალურ ავტობაზარს სთავაზობს და მომავალშიც შესთავაზებს. პორშე წინსვლაზე ორიენტირებული გლობალური ბრენდია და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა ათწლეულების განმავლობაში".
ფოტო: პორშე
თამარ ხოსროშვილი, პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი: "პირველები ვართ ქართულ ბაზარზე, ვინც მომხმარებელს კომპანიის აქციების ფლობის საშუალებას აძლევს. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა საინტერესო გამოცდილება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენს ცენტრში ავტომობილს შეიძენენ. ამ შენაძენით კი მსოფლიო საფინანსო ბაზრის მონაწილეებიც გახდებიან და უდიდესი ისტორიის მქონე მანქანათმშენებელი კომპანიის ინვესტორებიც. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია პორშეს წარმატება საერთაშორისო ბაზარზე, სადაც ბრენდის მიმართ დაინტერესება სულ უფრო იზრდება".
ქართველი მომხმარებლისთვის, ისევე როგორც ათასობით ინვესტორისთვის მთელ მსოფლიოში, პორშეს აქციები მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც კომპანიამ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების ნაწილის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO), რომლის შედეგებმაც ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა.
პორშემ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 9.1 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რაც ევროპის საფონდო ბირჟებზე 2011 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წარმატებულ დებიუტს, უკვე უწოდეს პორშეს ახალი ეპოქის დასაწყისი. საფონდო ბირჟაზე, ჯამში, კომპანიის აქციების 12,5% განთავსდა.
პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
კომენტარები