საქართველოსა და უკრაინაში ბუბას ემშვიდობებიან — რას წერენ პოლიტიკოსები და არტისტები
ფოტო: ვახტანგ კიკაბიძე / Facebook
ცნობილი მომღერალი და მსახიობი დღეს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვახტანგ კიკაბიძე, მეტსახელად ბუბა იყო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ორერას" დრამერი-მომღერალი, სცენარისტი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი და ჰქონდა წარმატებული მუსიკალური კარიერა.
- მონაწილეობდა ცნობილ ფილმებში, მიმინო, ვერის უბნის მელოდიები, არ დაიდარდო, შეხვედრა მთაში და მრავალი სხვა.
- იყო საქართველოსა და უკრაინის სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე.
- საქართველოში მიღებული აქვს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, უკრაინაში კი იაროსლავ ბრძენის ორდენი.
- 2008 წელს მან არ მიიღო დმიტრი მედვედევის გაცემული "მეგობრობის ორდენი", გააუქმა კონცერტები და უარი თქვა რუსეთში მოღვაწეობაზე.
- უკრაინაში შეჭრის შემდეგაც ის ღიად გმობდა აგრესიასა და პუტინის პოლიტიკას და მხარს უჭერდა მეგობარ ქვეყანას.
სამძიმარი გამოხატეს, როგორც ქართველმა, ისე უკრაინელმა პოლიტიკოსებმა მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა. თუმცა ამ დრომდე (ბოლო განახლება 23:07) არ გამოჩენილა საქართველოს პრეზიდენტი.
- კიკაბიძეს გამოსამშვიდობებელი პოსტები მიუძღვნეს რუსეთის მოქალაქეებმაც.
- "ვახტანგ კიკაბიძის მემკვიდრეობა, რომელიც თავისებურად სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობას განასახიერებს, სამუდამოდ დარჩება კულტურის ისტორიაში", — წერს ნიკოლ ფაშინიანი ქართველი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში.
- "ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება ყოველთვის სარგებლობდა აზერბაიჯანელი ხალხის სიყვარულით და მის პიროვნებას დიდი პატივისცემითა და სიმპათიით ეპყრობოდნენ", — წერენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და პირველი ლედი.
მმართველი გუნდი: პრემიერმინისტრმა მწუხარება გამოთქვა და დაწერა, რომ ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის კიკაბიძის, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს.
- "დიდია ბუბა კიკაბიძის დამსახურება კინემატოგრაფიაში, ქართული საესტრადო მუსიკის განვითარებაში. იგი იყო არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, თუმცა მთავარი ის დიდი სიყვარულია, რაც მაყურებელს და მსმენელს დაუტოვა", — დაპოსტა კახა კალაძემ.
- "მან, საესტრადო თუ კინო როლებით შექმნა საკუთარი ისტორია, რითაც მოიპოვა მსმენელისა და მაყურებლის დიდი სიყვარული. ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, მეგობრების და ყველა იმ ადამიანის გულისტკივილს ვისაც ბუბა კიკაბიძე და მისი ხელოვნება უყვარდა", — წერს გოგი მეშველიანი.
- "ჩვენი უნიკალური ურთიერთობების კალეიდოსკოპს მუდამ ალამაზებდნენ, ამშვენებდნენ და აფართოებდნენ ჩვენი ერების ბრწყინვალე წარმომადგენლები და დღეს, მარადისობაში გადასული ბუბა კიკაბიძე, ამ კალეიდოსკოპის კაშკაშა, ყველასთვის საყვარელი ნაწილად დარჩება", — ამბობს ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია.
- "კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის, გარდაცვალების გამო. ბუბა კიკაბიძე 1938 წელს დაიბადა. იგი გახლდათ ყველასათვის საყვარელი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი", — წერს უწყება და მის ბიოგრაფიას აქვეყნებს.
- "მის მიერ შესრულებული როლები ქართული კინოს ისტორიას გამორჩეულ საშემსრულებლო სახედ დარჩება. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს. ბუბა კიკაბიძეს ქართველი ხალხის დიდი სიყვარული გაჰყვა", — წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ნაციონალური მოძრაობა: პარტიის თავმჯდომარემ დაწერა, რომ საქართველო ემშვიდობება აღიარებულ კინოვარსკვლავს, დაუვიწყარ მომღერალსა და უბრალოდ, ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს.
- "ბუბა სარგებლობდა აბსოლუტური ცნობადობითა და საყოველთაო პოპულარობით ჯერ მთელ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი მთელ პოსტსაბჭოთა საივრცეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უარი თქვა მრავალმილიონიან აუდიტორიაზე და პუტინს ყველაზე თამამად და ყველაზე ხმამაღლა უთხრა რომ სამშობლო არ იყიდება, არ ხურდავდება არც ტაშზე და არც ფულზე", — ასე დაემშვიდობა მას ნიკა მელია.
- "ვგლოვობ ჩემს საუკეთესო მეგობარს", — ეს წინადადება და ფოტო ექსპრეზიდენტის ფეისბუქგევრდზე გამოქვეყნდა.
- "ძალიან, ძალიან სევდიანია ბუბას გარდაცვალება. რამდენიმე დღის წინ ვნახე სახლში, უკვე აღარ იყო კარგად, მაგრამ ის ნაპერწკალი მაინც თვალში ჰქონდა.
საყვარელი და ტკბილი ბუბა", — წერს ხატია დეკანოიძე.
უკრაინა: სამძიმრის განცხადებები გამოაქვეყნეს უკრაინის პრეზიდენტმა, უმაღლესმა რადამ, საელჩომ და არაერთმა ოფიციალურმა პირმა.
- "ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდით იყო. დიდი ერის დიდი ადამიანი. ლეგენდა, რომელსაც ყველა შევყურებდით. ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს", — ასე ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს უკრაინის პრეზიდენტი.
- "გარდაიცვალა გულწრფელი, მგრძნობიარე და კეთილგანწყობილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში", — აღნიშნავს საელჩო.
- "ვახტანგი უკრაინის დიდი მეგობარი იყო. მშვიდად განისვენე სინათლის ადამიანო", — წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
- "ვახტანგ კიკაბიძემ სიტყვითა და საქმით ყველანაირად დაუჭირა მხარი უკრაინას და დაგმო რუსეთის შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში", — აცხადებენ უმაღლეს რადაში.
- "უკრაინის მეგობარი, საკულტო ქართველი მსახიობი, რეჟისორი და მომღერალი, უკრაინის დამსახურებული არტისტი ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა. მან დიდი წვლილი დატოვა კინოსა და ისტორიაში, როგორც პატიოსანმა და გაბედულმა ადამიანმა, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა პუტინის რეჟიმს", — წერს კულტურის მინისტრი.
- "ლეგენდა წავიდა. ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, ღიად აკრიტიკებდა პუტინს და სძულდა ყველაფერი რაც "რუსულ სამყაროს" უკავშირდებოდა", — განაცხადა შს მინისტრის მრჩეველმა.
- "საქართველოს დიდი შვილი და უკრაინის მეგობარი - ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა. ჩვენ ის ყველას გვახსოვს, როგორც პატიოსანი, წესიერი და უბრალო ადამიანი", — ამბობს ალექსეი გონჩარენკო.
მომღერლები: ნოდიკო ტატიშვილი აღნიშნავს, რომ საოცარი მოგონებები და წარუშლელი პერიოდი დარჩა, რომელიც ცხოვრებაში და სცენაზე მასთან ერთად გაატარა.
- "ვერის უბნის მელოდიებში" ის დიდი პავლე იყო — მე პატარა, თუმცა არასდროს გაგრძნობინებდა რომ ის ნამდვილად დიდი იყო და სინამდვილეში ლეგენდა!" — იხსენებს ტატიშვილი.
- "დიდი მადლობა", — წერს ნინო ქათამაძე.
- "კიდევ ერთი აუნაზღაურებელი დანაკარგი. ეს რა დღეებია. ჩვენი ძვირფასი ვახტანგ კიკაბიძე უკეთეს სამყაროში წავიდა. დიდებული ღირსებისა და ნიჭის კაცი. ახლა ერთმანეთს საქართველოში უნდა შევხვედროდით. ღრმა მწუხარება ჩემგან და ალასგან და ახლობლებს", — წერს კომიკოსი და შემსრულებელი მაქსიმ გალკინი.
სუხიშვილები: მწუხარებას გამოვთქვამენ ლეგენდარული მსახიობისა და მომღერლის, მათი ოჯახის სამივე თაობის მეგობრისა და ანსამბლის დიდი გულშემატკივრის გარდაცვალების გამო.
- "მისი სახით საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ გამორჩეულო ხელოვანი, კეთილშობილებით სავსე ადამიანი, არამედ ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტი. მარადიული იქნება მისი ხსოვნა", — წერენ პოსტში.
მასალა განახლდება
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
კომენტარები