ვოლოდიმირ ზელენსკი

14 Jan. 2023, 22:59

რუსეთმა მორიგი სარაკეტო დარტყმა მიაყენა უკრაინის ქალაქებს. ტერორისტების სამიზნე იყო: კიევი, ხარკოვი, ოდესა, კრივი რიჰი, დნიპრო, ვინიცია, ლადიჟინი, ბურშტინი, ხმელნიცკი და სხვა ქალაქები.

რუსეთის დარტყმის შედეგად ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. მოხერხდა ათობით ადამიანის გადარჩენა, რომლებიც დაშავებულები და ტრავმირებულები არიან. მათ დახმარებას უწევენ. [...]

რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ, ჯერჯერობით უცნობია. სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი ყოველ საათში იზრდება... ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს. [...]

ერთი დღის განმავლობაში უკრაინის მასშტაბით გაშვებული 30-ზე მეტი რაკეტიდან 20-ზე მეტი რაკეტა ჩამოვაგდეთ. ეს არის ასობით გადარჩენილი სიცოცხლე. მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს და ყველას, ვინც უკრაინისთვის მსახურობს. [...]

შესაძლებელია თუ არა რუსული ტერორის შეჩერება? — დიახ. შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება სხვაგან, გარდა უკრაინის ბრძოლის ველისა? — სამწუხაროდ, არა. ეს შესაძლებელია და უნდა გაკეთდეს ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაზე, ჩვენს ზღვაში.

რა არის საჭირო ამისთვის? იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი მეომრები. მსოფლიომ იცის, როგორ შეიძლება, შეაჩერო ის, ვინც სიკვდილს თესავს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამაში გვეხმარება!

მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე რაშიზმმა წაართვა!
დიდება ყველას, ვინც იცავს ხალხს!
დიდება უკრაინას!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  5. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე

ლორწოვანი სოკოები მოლიპულ, ბუნდოვანი ფორმის არსებებია. ეს არაა ნამდვილი ობის სოკო. ის სოკოების სამეფოსაც კი არ…