კახა კალაძე

28 Dec. 2022, 20:15

მერწმუნე, იმაზე მეტ პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავ, რასაც ჩვენ. შეიძლება, არც უნდა ხედავდე, ეს ნორმალურია. იმდენი პრობლემაა დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ. მკითხე, მეტროში თუ ჩავსულვარ — მე რომ მეტროთი დავდიოდი, შენ შეიძლება დაბადებულიც არ იყავი. ჩვენ ვიცით, რა არის პრობლემა, გამოწვევა და ყველაზე მთავარი — ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, არსებული დისკომფორტი მოვუხსნათ. მეტიც, ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მე ძალიან ბევრნაირი ტრანსპორტით გადავადგილდები: საჭესთანაც მიყვარს ჯდომა, გადავაადგილდები მოტოციკლეტით, კარგი მოტოციკლეტი მყავს და მსიამოვნებს ამ ტრანსპორტით სიარული, დავდივარ ველოსიპედითაც. ასევე, ჩემს შვილებთან ერთად, ძალიან ხშირად გადავადგილდები სკუტერითაც. ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია, გინდა ავტომობილით გადაადგილდით, გინდა მეტროთი, გინდა ავტობუსით, გინდა მიკროავტობუსით, არავინ გზღუდავთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ