კახა კალაძე

28 Dec. 2022, 14:42

ევროპულ ღირებულებებზე უკეთესი დღეს არაფერი არსებობს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რა არის ევროპა, დემოკრატია, ევროპული ღირებულებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როდესაც ჩვენი ე.წ. მეგობრები მოგვიწოდებენ აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ, რომ კონკრეტული პატიმარი გავათავისუფლოთ, რომელსაც აქვს დანაშაულები ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, რომ თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ კანდიდატის სტატუსსო. ახლა მე თქვენ გეკითხებით, ეს ლექსიკა და მიდგომა ნორმალურია?! ეს არის ევროპული ღირებულებები?! ასე გვინდა ავაშენოთ და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა?! მეგობრებო, პირველ რიგში, პატივი ვცეთ საკუთარ ქვეყანას, ხალხს. ვისთვის გვინდა ევროპული ღირებულებები?! რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ იმ განცხადებებს, რასაც ბოლო დღეებში ე.წ. მეგობრებისგან ვისმენთ, არც ევროპასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან და არც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის 100 000 ლარამდე ზრდას ითვალისწინებს,…