კახა კალაძე

21 Dec. 2022, 11:48

საახალწლო სოფელი 23 დეკემბერს გაიხსნება და ყველას გვექნება შესაძლებლობა, მივიდეთ, მივიყვანოთ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, გავერთოთ. არ გამოტოვოთ, თქვენს პატარებთან ერთად დაესწარით ნამდვილ დღესასწაულს. თქვენ გელოდებათ ე.წ. ფლეშმობი და საახალწლო კონცერტი ყველასთვის საყვარელი შემსრულებლებით. დრამერები და ქუჩის თეატრის მსახიობები შექმნიან დაუვიწყარ სანახაობას. რაც მთავარია, 23 დეკემბერს, 19:00 საათზე, თოვლის ბაბუა მობრძანდება და ბინას დაიდებს საახალწლო სოფელში. დარწმუნებული ვარ, მას დიდი სტუმრიანობა ექნება ამ სადღესასწაულო დღეებში. 14 იანვრამდე, ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ღონისძიება და კონცერტი გაიმართება, სადაც ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ასე რომ, გელით ყველას ორბელიანის მოედანზე. დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია. ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა ჩვენს ქალაქში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა

2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებში გაძევებულთა რაოდენობით, საქართველო მესამე…