კახა კალაძე

14 Dec. 2022, 14:40

საოცარ განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. არ ვიცი, ერთ-ერთი ადვოკატიც გამოვიდა სააკაშვილის და თქვა, რომ თუ სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. საოცარი განცხადებები ისმის, საერთოდ მაშინ რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად, რა საჭიროა მაშინ მისი შესრულება, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, სტატუსის მიღება-არ მიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ.

ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტების კითხვას ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შესახებ, რომლის დროსაც ევროპარლამენტარებმა არაერთი კრიტიკული შეფასება გააჟღერეს მმართველი გუნდის მიმართ. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით გათავისუფლებისკენ და ქვეყანაში ოლიგარქიისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემებზე ისაუბრეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ