კახა კალაძე

14 Dec. 2022, 14:16

საახალწლო სოფელი განთავსებული იქნება ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციით და ინსტალაციებით. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი,ჩვენს პატარებს აქ დახვდებათ თოვლის ბაბუა, რომელიც მოდის, გზაშია და 23 დეკემბერს უკვე თბილისში იქნება. განსაკუთრებით, ვიცი, რომ პატარები ელოდებიან, მინდა, მივმართო მშობლებს, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები წამოიყვანოთ 9 აპრილის ბაღში, სადაც განთავსებული იქნება თოვლის ბაბუის სახლი. ის სიხარულით მოისმენს ბავშვების ყველაზე სანუკვარ ოცნებებს, რაც აუცილებლად ასრულდება ყველასთვის...

31 დეკემბერს კი, გელოდებით ყველას ევროპის მოედანზე, გალაკონცერტზე. ერთად შევხვდეთ ახალ, 2023 წელს, ბედნიერი და უკეთესი მომავლის მოლოდინით. ყველაზე მთავარი მაინც ჩვენი განწყობა და სურვილებია, თუ როგორი განწყობით შევხვდებით ახალ, 2023 წელს, რადგან სასწაული სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ყველამ ერთად ვინატროთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, კეთილდღეობა ყველა ოჯახში, ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, განათლებული და წარმატებული მომავალი თაობა, ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ერთად აღვნიშნოთ საახალწლო დღეები ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა

მარატ კამბოლოვის ე.წ. ინაუგურაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რანგში უკვე შედგა. 18 სექტემბერს გამართულ ე.წ.…