საქართველოში დამზადებული 15 საჩუქარი, რომელიც საუკეთესო სანტად გაქცევს
ფოტო: Blossom Handmade / Facebook; Crater Ceramic Design / Facebook
ალბათ თითოეული ჩვენგანის ბავშვობისდროინდელი და ბავშვობასავით ტკბილი ჩვევაა საახალწლოდ გულის სიღრმეში სანტა კლაუსისა და ბუხრის თავზე ჩამოკიდებულ დიდ წინდაში დამალული საჩუქრების ლოდინი. წლები გვემატება და ვხვდებით, სანტა კლაუსი წითელ ქურთუკში გამოწყობილი თეთრწვერა მოხუცი კი არა, ჩვენ ირგვლივ მყოფი და ჩვენთვის საყვარელი სხვადასხვა ადამიანია, ისევე, როგორც ჩვენ ვართ — მათთვის, ანდაც საკუთარი თავისთვის. თუკი საახალწლოდ საჩუქრები ჯერ კიდევ არ შეგირჩევია ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის და ჯადოსნურ ელფებს ნატრობ, რომ რამე გიშველონ, არ იდარდო, On.ge შენს გვერდითაა და სასარგებლო რჩევებით მოგამარაგებს.
მაშ ასე, საქართველოში დამზადებული 15 საჩუქარი, რომელიც საუკეთესო სანტად გაქცევს:
1. გულსაბნევები Dé Aure • დე აურესგან
გულსაბნევებთან ერთად დე აურე უამრავ სხვადასხვა აქსესუარს სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის, თმის სამაგრებს, საყურეებსა და ყელსაბამებს. ბრენდის დამფუძნებელი თვითნასწავლი ახალგაზრდა ქალია, რომელმაც თავდაპირველად ყოველგვარი დამხმარის გარეშე, საკუთარი ხელით დაიწყო აქსესუარების შექმნა.
2. ჩანთები Cosmo • კოსმოსგან
კოსმო ხელნაკეთ ჩანთებთან ერთად სხვადასხვა ლამაზ აქსესუარსა და ნივთს სთავაზობს მომხმარებელს — საფულეები, ყელსაბამები, საყურეები, სულო და გულო! რამეს აუცილებლად აარჩევ. თანაც ბრენდის პოზიტიური ხედვა შენზეც დადებითად იმოქმედებს — კოსმოში სჯერათ, რომ მოდის დანიშნულება არა სხვაზე შთაბეჭდილების მოხდენა, არამედ, საკუთარი თავისთვის კარგი განწყობის შექმნა და შემდეგ ამ განწყობის სამყაროსთვის გაზიარებაა.
3. ნაძვის ხის ქოთნები Dire • დირესგან
დირეს შეუძლია, შემოგთავაზოს როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის უნიკალური აქსესუარები — თითოეული გამორჩეული სტილის ადგილობრივი ნაწარმი. თუკი საახალწლოდ პაწაწინა ნაძვის ხე უფრო მოსახერხებელია შენთვის, მაშინ დირეს ქოთნები აუცილებლად გამოგადგება.
4. ნაქსოვი კალათები ხელნაკეთი კალათები • Handmade Baskets-ისგან
ხელნაკეთი კალათების შემქმნელი 12 წლის ბიჭია, რომელმაც ქსოვის ტექნიკა ბებიისგან ისწავლა და გადაწყვიტა შეექმნა გვერდი, რომელზეც მომხმარებელს სხვადასხვა ფორმის, დანიშნულებისა და ფერის ულამაზეს კალათას შესთავაზებდა.
5. მანდარინის საყურეები Blossom Handmade-ისგან
Blossom Handmade არა მხოლოდ ხილის ფორმის საყურეებს, თმის სამაგრებსა და უნიკალურ ჭიქებსაც გთავაზობს. თუკი გინდა, საახალწლო წვეულებაზე აქსესუარებით ყველასაგან განსხვავდებოდე, შორს ნუღარ წახვალ.
6. პერსონალური თოჯინები კამუსიასაგან
კამუსია • • Kamusia გთავაზობს შესაძლებლობას, შენთვის ძვირფასი ადამიანისთვის შექმნა თოჯინა, რომელიც მას ჰგავს. შეგიძლია, შეარჩიო ყველა ის დეტალი, რომელიც ძალიან დამახასიათებელია მისთვის და სიხარულით გული გაუბრწყინო.
7. აბრეშუმის შარფები რიდესაგან
რიდეს ორიგინალურ შარფებში აუცილებლად იპოვი შენს სათქმელს და საყვარელ ადამიანსაც გააბედნიერებ. თანაც, თუკი ადრესატი ქალია, ერთი დღე თუ ფრანგი მადმუაზელივით ყელის გარშემო შეუძლია, ატაროს, მეორე დღეს იტალიელ დონად გარდასახვა და შარფის თავზე ელეგანტურად მოფარებაც არ იქნება მისთვის რთული.
8. ჰუდები Tsremli • ცრემლისგან
ცრემლის ორიგინალური ჰუდები საოცრად ქართულთან ერთად, უნიკალურიცაა და ალბათ თან ბავშვობას გაგახსენებს და თან მოდურ მეამბოხედ გაგრძნობინებს თავს. ზამთრის სუსხთან ერთად მოდური დარჩე ალბათ ხანდახან რთულია, თუმცა ცრემლი დაგეხმარება, რომ კომფორტულადაც იგრძნო თავი და თანამედროვედ და განსხვავებულადაც.
9. ღუნღულა ქუდები Jellyfish-ისგან
ზამთრის სუსხთან ბრძოლაში Jellyfish-ის ღუნღულა ქუდები აუცილებლად დაგეხმარებიან. ამ ახალ წელს სიცივისგან ყურების წვისა და გაციების დრო ნამდვილად არაა და საჭიროსთან ერთად ლამაზი ქუდი ალბათ ყველასთვის სასიხარულოცაა.
10. პერსონალური ნაკეთობები კაფსულასგან
თუკი ხელნაკეთ სამკაულს ეძებ, კაფსულა იმედებს არ გაგიცრუებს. უფრო მეტიც, შესაძლებლობას გაძლევს, მათი ხელოვანების დახმარებით, შენთვის სრულიად უნიკალური ნაკეთობა შექმნა საკუთარი გემოვნებით.
11. დღიურები თერაპიისგან
თერაპია მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი გულისნადები დღიურს გაუზიაროს და ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლდეს. ამ დღიურებში ასევე საინტერესო სამოტივაციო ფრაზებიც დაგხვდება, მაგალითად, დღიური გეტყვის, რომ "დიდი მიღწევები არ იქმნება კომფორტის ზონაში" და გირჩევ, დაიმახსოვრო.
12. პერსონალური წიგნები Ai • აისგან
თუკი არსებობს შენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ისე გიყვარს, ხშირად გიფიქრია, ჩვენს ურთიერთობაზე წიგნიც დაიწერებოდაო, ძალიანაც ნუ გადადებ და აის მიაკითხე. თანაც ვინ იცის, იქნებ ამ ერთი წიგნის შემდეგ, სულ უფრო მეტი წერო და გამოაქვეყნო კიდეც.
13. ორიგინალური საყელოები ემოსასგან
თუკი შენ ან შენმა საყვარელმა ადამიანმა საახალწლო გარდერობის მსუბუქი განახლება გადაწყვიტეთ და საამისოდ ლამაზ აქსესუარს ეძებთ, რომელსაც შეუძლია, ბევრად უფრო ეფექტური გახადოს ნებისმიერი მაისური, მაშინ გირჩევ, ემოსას მიაკითხო ძალიან ელეგანტური საყელოებისთვის.
14. უნიკალური ჩანთები OMASHU-სგან
თუკი ორიგინალური, ფართო მოცულობის ჩანთები გიყვარს, რომელიც ყველა საჭირო ნივთს იტევს, ან იცი, რომ შენს გარემოცვაში ვიღაცას ასეთი ჩანთა გაახარებს, მაშინ ომაშუ შენთანაა.
15. ნაძვის ხის სათამაშოები Crater Ceramic Design-ისგან
თუკი ნაძვის ხისთვის სათამაშოები ჯერ კიდევ არ შეგირჩევია და არ იცი, ვის მიადგე, Crater Ceramic Design-ის შექმნილ სათამაშოებს გირჩევ, რომლებიც ხელით შესრულებული ილუსტრაციებით არა მარტო შენ, არამედ ოჯახის ყველა სტუმარსაც მოხიბლავს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
















კომენტარები