გიორგი კირთაძე

19 Dec. 2022, 18:52

საბოლოო ჯამში, კარგად ჩანს, რომ იქ მას ახლდა პირები, რომლებიც ასევე ტელეფონით ცდილობდნენ ამ ყველაფრის გადაღებას. ცალსახად ჩანდა, რომ ეს იყო ორგანიზებული. აბა, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, რომ ქუჩაში ეს ადამიანი ჯიბეში კვერცხებჩაწყობილი დაიარება. რა ვიცი, შეიძლება ეს ასე მოხდეს? და ის, რომ ეს ყველაფერი არის ორგანიზებული, პრინციპში, ამაში დარწმუნებული ვარ. არაფერს ვერჩი იმ ახალგაზრდა ბიჭებს პოლიციიდან, ვინც იქ მოვიდნენ, თუმცა რა უნდა გამოიძიოს ამ ხალხმა, ამ ადამიანების უფროსების მიერ გაცემულ დავალებას ასრულებდა კონკრეტულად ეს კაცი, ადამიანი, რომელიც არასდროს შემხვედრია ალბათ ცხოვრებაში, მე მას არ ვიცნობ. [...]

მე მგონია, რომ ყველაფერი, რაც ხდება ამ ქვეყანაში, ყველამ კარგად ვიცით ვინ დგას ამის უკან. ამის უკან დგას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილის აღმსრულებელია მხოლოდ და ის არანაირად არ უკავშირდება მართლა ამ ქვეყნის უსაფრთხოებას.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კირთაძემ, რომელსაც დღეს ტელეკომპანია ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვისას თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  2. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  3. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  4. საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
  5. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება, მოქმედი მინისტრი კახაბერ გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის I მოადგილედ ინიშნება

რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება და მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილედ…