ხატია დეკანოიძე

16 Dec. 2022, 13:31

ახლა წარმოდგენილი მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე პირდაპირ. ეს ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და უნდა პასუხობდეს ახლა პროკურორისა და გამოძიების კითხვებს, არათუ იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას აყრიდეს ნაცარს. ყოფნის თავხედობა, მოვიდეს აქ და თქვენც ახლა, ჩემო კოლეგებო, დადგებით და მოუსმენთ იმას, ადამიანს, რომელიც არის სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავე, ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა. 

ეს ადამიანი არ უნდა იდგეს აქ, უნდა იყოს პროკურატურაში და პასუხობდეს კითხვებს, რომლებიც აქვს საქართველოს საზოგადოებასთან მასთან. 

ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ბატონო რატი, თქვენ წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად ძალიან მალე და ძალიან ბევრი ის ადამიანი, მათ შორის, სანქციებით, მათ შორის, იქნებით გამოძიების უშუალო ობიექტი სისხლის სამართლის საქმეში — სააკაშვილი-ბრეგაძე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ