შალვა ხაჭაპურიძე

14 Dec. 2022, 13:09

შერეკილებში არის კარგი ისა, ნუ იციან ამ ბრეგაძეებმა სულელური ლაპარაკი. ჩვენ თვითონ ვითხოვთ კადრები მოგვეცით-თქო, გაასაჯაროოს თუ რამის გასაჯაროება უნდა, დაგვანებოს, კაცო, თავი, რას იმუქრება.

კადრები არის, ჩვენ თვითონ დავაყენეთ [შუამდგომლობა] და უარი გვითხრა დეპარტამენტმა, ახლა ჩვენ მოვითხოვეთ. რა გავაკეთოთ ახლა. თუ რამე საჩვენებელი და სათქმელი აქვთ, აგერ ჰყავთ წარმომადგენელი. ეს არ არის ქუჩაში განსახილველი საკითხი, ეს უნდა გადაწყდეს სასამართლო დარბაზში. არაერთხელ ვუთხარით ჩვენ მას, რომ და პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, დაანებეთ თავი ამ პოლიტიკურ [განცხადებებს]. 

მათი ველი ამ წუთში არის სასამართლო დარბაზი და სასამართლო დარბაზში გაიქცნენ კურდღლებივით. ვეუბნებით, დავიწყოთ დავა და დავას არ იწყებენ. რა უნდა გავაკეთოთ მეტი. ხვდებით, რა სიტუაციაა? აგერ ვართ, თუ სიმულანტები ვართ, დაგვიმტკიცეთ, თუ გატყუებთ დაგვიმტკიცეთ და გარბიან. [...]

არანაირი ექსპერტიზის დასკვნა რომ არ არსებობდეს, უნდა შეხედოთ სააკაშვილს და დაინახავთ, რომ ეს არის მომაკვდავი ადამიანი. აი, ამის ჩვენება არ უნდათ, რომ არანაირი მკურნალობა ამ კაცს არ უტარდება იქ, ადეკვატური, ყოველ შემთხვევაში.

აი, ამის დამალვის მცდელობა იყო ისეთი, რომ, სიმართლე გითხრათ, მე დღეს იუსტიციის მინისტრის ადგილზე გადავდგებოდი. შემრცხვებოდა, რომ იურისტი ვარ და წავიდოდი, გავაგრძელებდი ტაქსის მძღოლად მუშაობას. 

ამის შესახებ შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ ისაუბრა. გუშინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ თუ მანიპულაციები არ შეწყდება, სააკაშვილის კადრებს გაასაჯაროებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სუს-ს ახალი გერბი აქვს — ბრძანებას ხელს მამუკა მდინარაძე აწერს
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
  4. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს
  5. ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ