შალვა ხაჭაპურიძე

22 Nov. 2022, 00:46

ბატონ სააკაშვილის დღევანდელმა ფეისბუქ პოსტმა დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია, არადა საკითხი მარტივია, იგი შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა დედამისს ქალბატონ გიული ალასანიას და რადგან თვითონ მას არ შეუძლია, სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა მის ფეისბუქ გვერდზე, რაც დედამ გააკეთა კიდეც. გაუგებარი მიზეზებით რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნა გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დაადანაშაულა რაც რბილად, რომ ვთქვა არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა. ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია, რასაც ყოველდღე ვხედავ, რასაც ძალიან აფასებს მიშა და გულახდილად ვიტყვი კეთილი შურით მშურს. იშვიათია სიძულვილით სავსე ამ სამყაროში ასეთი უანგარო მეგობრობა! ჩემი პატივისცემა ქალბატონ ეკას.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა. ამბავი ეხება ყოფილი პრეზიდენტის პოსტს სავარაუდო მოწამვლის შესახებ, სადაც ის წერდა, რომ არასდროს არცერთი ადვოკატისთვის უთქვამს, რომ ეჭვი მოწამვლაზე აქვს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
  3. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  4. რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
  5. ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ Vogue-ს მაისის ნომერში მერილიც და ანაც ყვითელი შარფებით მოდიან, როგორც გენერლები შესაბამისი…