ნიკა მელია

18 Nov. 2022, 20:35

რეზოლუცია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების პირობებში, დასანანია, მაგრამ ეს ფაქტია და ხაზგასასმელია, გაჭირდება ქვეყნის ევროინტეგრაცია, ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროპულ ოჯახში. [...]

შავით თეთრზე საუბარია, რომ ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილის სახით, უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს. დიახაც, არა მგონია, რომ ნორმალურ რეალობაში გასახარად გვქონდეს ჩვენ საქმე. დასავლური, დემოკრატიული ქვეყნები, მათი წარმომადგენლები ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. მაგრამ როდესაც ევროპის კონტინენტზე რეჟიმი არის უკონტროლო და არ ექვემდებარება დემოკრატიულ წესწყობილებას, და ამ რეჟიმის სულის ჩამდგმელი არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, დიახაც, აქედან გამომდინარეობს მთელი რიგი კასკადი რეზოლუციებისა, რომელიც გამოიცემა ერთი მეორეზე მიყოლებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია

ავიაკომპანია Flydubai-ს ბოინგ 737 MAX-ი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივში FDB1073 რეისს ასრულებდა, საჰაერო ხომალდზე მომხდარი…