ირაკლი ღარიბაშვილი

18 Nov. 2022, 14:14

გამაოგნებელი იყო თქვენი ქცევა და თქვენი რეაქცია. ევროკომისარი იყო ჩამოსული, ბატონი ოლივერ ვარჰეი, ნამდვილი მეგობარი ჩვენი ქვეყნის და თქვენი, ქართველი ხალხის. კაცი ჩამოვიდა კონკრეტული მესიჯით, გზავნილით, ბრიუსელიდან. მე შევახსენებ ყველას, რომ ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო საკითხებში არ არის უბრალოდ ევროპარლამენტარი ან რიგითი ბიუროკრატი. იგი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და ჩვენ ვნახეთ როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით და გამოხატვით და როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი და პოზიტიური შეფასება გააკეთა.

ამაზე მეტი მტკიცებულება, რა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას? არ უხარიათ ამ ადამიანებს არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა, არც პოზიტიური შეფასებები. ჩვეულებრივ ხართ დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი, საშინელებაა! და ამ დროს რაღაც ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ. ამ სიყალბეს აჩვენებთ ჩვენს საზოგადოებას. მერე უკვირთ ამ ადამიანებს, რატომ იღებენ 1 და 2 პროცენტს. თქვენ ვინ მოგცემთ ხმას?! გგონიათ, რომ ხალხი არ ხედავს ამას, არ აფასებს სწორედ. თქვენს სიყალბეს ვინ დაიჯერებს? თქვენს ფარისევლობას ვინ დაიჯერებს? თქვენს ამ მტრობას ვინ დაუჭერს მხარს? და ეროვნული ინტერესების ღალატს? ამაზე გაეცით პასუხი ხალხს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს საკუთარ ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის, თუკი ისინი მტრულ სახელმწიფოებსა და კონკურენტებთან…