ნიკა მელია

29 Oct. 2022, 00:05

ერთიანობის იდეა უნდა გამოვკვეთოთ რას გულისხმობს? თუ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთ სუბიექტად გადაქცევა, ამას წინ არაფერი არ ედგა და არ დაუდგება...

ერთიანი სია, პირდაპირ გეუბნებით, თავშივე განწირულია, უბრალოდ წარმოუდგენელია. მით უფრო, თუ ჩვენ ჯერ ერთიც, უნდა ვისაუბროთ არჩევნები როგორ მოვიპოვოთ და დავუშვათ, თუ 2024 წელს კალენდარი გაწერილი არჩევნებია, ეს არჩევნებიც მოსაპოვებელია, თავისუფალი არჩევნები მაქვს მხედველობაში.

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას ნათელი უნდა მოვფინოთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნოდ ნორმალური ან ნორმალურთან მიახლოებული გარემოს შექმნის გარშემოც თანამშრომლობას, მე აქ ვხედავ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას. [...]

თუ უახლოეს, შარშანდელ მაგალითს ავიღებთ, პირველად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების უნიკალური შანსი გაჩნდა უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, ყველა ოპოზიციური პარტია გავერთიანდით და მე მახსოვს უარი თქვა [გიორგი ვაშაძემ].

მნიშვნელოვანია რა დაუდო სარჩულად ამ უარის თქმას — მას არ უნდოდა ენმ-სთან ასოცირება. მას ჰქონდა მწარე გამოცდილება ჩვენთან ურთიერთობის, არ უნდოდა და პატივი ვეცით მის არჩევანს. შარშან ჩვენთან ურთიერთობა იყო საზიანო და ანუ გაუმჯობესდა ჩვენი ზნეობრივი ნორმები?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  4. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  5. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის 100 000 ლარამდე ზრდას ითვალისწინებს,…