ალეკო ელისაშვილი

20 Oct. 2022, 15:56

ელჩებზე მინდა, გკითხოთ და მათი მუშაობის ეფექტურობაზე. ფაქტია, ვართ პატარა, ღარიბი ქვეყანა, ყველგან არ გვყავს ელჩი. ვიცით, რომ ზოგიერთი რამდენიმე ქვეყანას ფარავს ერთდროულად, მაგრამ ისიც ფუფუნებაა, პრინციპში, რომ ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანა ელჩებით არის წარმოდგენილი ბევრ ქვეყანაში და წესით, ისინი ძალიან ეფექტურად უნდა მუშაობდნენ და ყველანი სახელმწიფოს სამსახურში ათენებდნენ და აღამებდნენ.

მე პირადად დიდი კვლევა არ ჩამიტარებია, რამდენიმე ვიზიტით ვიყავი პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, რამდენიმე ელჩს შევხვდი. ზოგიერთით ვიყავი აბსოლუტურად აღტაცებული და ვარ, ზოგიერთ ელჩს, ბატების მწყემსად, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, არ დავნიშნავდი. ერთ-ერთი აღარ არის ელჩი, ღვთის წყალობით. ამის გარდა, უამრავი ჭორ-მართალი მსმენია, რომ ზოგი, ძირითადად, არის დაკავებული საკუთარი ცხოვრების კეთილმოწყობით. [...]

გაქვთ თუ არა რაიმე კრიტერიუმები, როგორ აფასებთ, ვინ მუშაობს კარგად, ვინ მუშაობს ცუდად და რითია დაკავებული?

ამ შეკითხვით პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა. ილია დარჩიაშვილს დღეს პარლამენტში უსმენენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…