ბექა ოდიშარია

7 Oct. 2022, 14:05

არაფერი პირადული, მხოლოდ საქმე. როდესაც თქვენ გირჩევდით თქვენ წინა მოწვევის პარლამენტში, იცით, რა სკეპტიციზმით სავსე იყო ეს პროცესი, თუმცა ჩვენ გვინდოდა დაგვეჯერებინა და დავიჯერეთ კიდეც, რომ თქვენ ყველას უფლებების დამცველი იქნებოდით.

თქვენ ახლაც ასე პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ, მართლაც, რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას და გეტყვით, რატომ.

29 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, მოგეხსენებათ, გაიმართა სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ნუ, ბუნებრივია, გვესმის, რომ აქ იყო ტრანსკრიფციაში, ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნულ სხდომაზე ძალიან უბადრუკად გამოიყურებოდა, ეს რბილად რომ ვთქვათ, და უმწეოდ თქვენი წარმომადგენელი და პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია, ყველამ ვნახეთ ეს კადრები. 

მე მაინტერესებს, გასაგებია, რასაც შეეხებოდა, თქვენ აპროტესტებდით, რომ შესაძლებელია, ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო, რომ ძველ აშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნათ გარკვეული პერიოდით, მოვლა-პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები. გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, რამ გაიძულათ, ასე სასწრაფო რეჟიმში მაშინ, როდესაც წინა ზაფხულს შეიტანეთ სარჩელი, ამხელა პერიოდის მერე, ეს ზემოხსენებული, თქვენთვის არასასიამოვნოდ გასახსენებელი გამწესებელი სხდომისას, თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა მოსამართლეებს, იმიტომ, რომ ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ტყუილი იყო ის, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  4. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  5. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება

პარიზის ერთი ჩვეულებრივი რესტორნის ვახშმის ფასად, სულ მალე ვიღაც 1 მილიონ დოლარზე მეტად შეფასებული პიკასოს ნამუშევრის…