ბექა ოდიშარია

26 Jul. 2022, 14:39

ყველაფერს თავის საზღვარი აქვს! ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტის "შეკითხვას" პირდაპირ ეთერში ვუსმენდი. მსგავსი არაფერი გამიგია. მართლა რად უღირთ ამ ახალგაზრდა აქტივისტ ჟურნალისტებს ასეთი ბინძური დავალებების შესრულება?! აქაური მაძუნგალების დიქტატი არ გაკლდათ, ახლა კიდევ უჯიშო "პატრიოტების" ნარატივს, რომ არ აჰყვეთ?! ეგ ორივე ბინძური დაჯგუფება თავს უშველის და თქვენ, ახალგაზრდა ადამიანებმა ხომ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში?! თქვენ თუ არ იცით და არ გახსოვთ, დედებს, მამებს ან კიდევ უფრო უფროს თაობას დაეკითხეთ…. თუმცა უკვე მძიმედ მოწამლულებს ძნელად გეშველებათ რამე, ამიტომ ჩემი შვილების იმ ჯანსაღ თაობას მივმართავ, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სიმართლის ცოდნა! [...]

მართლა საოცარია, ღირსებით შემკულ, ეროვნული იდეისათვის თავგანწირულ და პატრიოტ ადამიანს რომ ვიღაც უგვანო, ქართული გვარის შემარცხვენელი, არახამია მისწვდება და შეურაცხყოფს! გაუგონარი ამბავია, პოლიტიკოსს ვერაფერი დააკლო სხვადასხვა ბინძური მეთოდებით, არგუმენტებით და მის მშობელს გადასწვდე! ამას ქართველი კაცი არ იკადრებს!

გია კობახიძე ნამდვილად იქნებოდა კგბ-ს თვალთვალის და დევნის ობიექტი, ისევე როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერები! აი რა შეხება აქვს კგბ-სთან არახამიას, ამას უახლოეს კვირეებში და თვეებში დავინახავთ! რაც შეეხება ე. წ. ჟურნალისტებს, რომლებიც თვალდახუჭული ასრულებენ ასეთ დავალებებს, მინდა მივმართო მათ, რომ ცხოვრება დღეს და ხვალ არ მთავრდება და შეგრცხვებათ საკუთარი თავის, საკუთარი მშობლების, მეგობრების!!! (ჩვენი და ჩვენი კოლეგების თუ არა!)

ასე ამართლებს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია ირაკლი კობახიძის დისკრიმინაციულ ლექსიკას და აგრესიას ჟურნალისტის მიმართ და თავადაც შეურაცხმყოფელ განცხადებას ავრცელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
  4. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  5. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება

23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.…