თეა წულუკიანი

6 Oct. 2022, 23:53

უკრაინული კანონი უნდა იყოს სახელმძღვანელო ჩვენთვის და თავიდან, თითქოს, ოპოზიციასაც მოსწონდა. შემდეგ, როგორი ზედაპირულობითაც გამოირჩევიან, ასევე ზედაპირულობით მიუდგნენ ამ საკითხს და გაანალიზეს, რომ უკრაინული კანონი თუ იქნება მიღებული, ის პირდაპირ მიესადაგება ისეთ ნამდვილ ოლიგარქებს და არა ოლიგარქად შერაცხულ ქვეყნის პატრიოტებს, როგორიც ივანიშვილია. ისეთ ნამდვილ ოლიგარქებს როგორიცაა, ბატონი ხაზარაძე, ბატონი კეზერაშვილი და კიდევ არაერთი.

ეს უკვე აღარ მოეწონათ და ახლა აღარ უნდათ ეს კანონი. რეალურად მათ რაც უნდოდათ, მათ უნდოდათ კანონი იმის შესახებ, თუ როგორ გავაუვნებელყოთ ბიძინა ივანიშვილი და ასეთი კანონი ვერ იქნება მიღებული, საქართველოს კანონი იმის შესახებ, თუ როგორ გავაუვნებელყოთ ბიძინა ივანიშვილი და მოვექცეთ ხელისუფლებას სათავეში უკანონო მეთოდებით — ასეთი გრძელი სახელი ექნებოდა იმ კანონს, რომელიც მათთვის არის სასურველი. ასეთი კანონი ბუნებაში არ არსებობს არც სხვა ქვეყანაში და ვერც ჩვენთან ვერ იარსებებს.

განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას. ქართული ოცნება გეგმავს, წარადგინოს დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ანალოგი და ამით "აიცილოს სპეკულაციები". კელი დეგნანი ფიქრობს, რომ პირდაპირ აღება და სხვისი პრაქტიკის გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს, რადგან ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული კონტექსტი


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში

მერლონსი თავისი საქმიანობის ფარგლებში საქართველოში ახორციელებს ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების,…