ედგარს რინკევიჩსი

5 Oct. 2022, 11:51

პირველ ყოველისა, რუსი "ხალხის გულები და გონება", როგორც გამოკითხვები აჩვენებს, არის ვლადიმირ პუტინთან. შეიძლება ვიდავოთ, რამდენია ეს 54%, 69%, 95% თუ მთელი მოსახლეობა, მაგრამ ის არ არის ვაშინგტონისკენ, რიგისა თუ ბრიუსელისკენ მიმართული — ლიბერალური დემოკრატიისა თუ ნებისმიერი ასეთი ღირებულებისკენ. ამ მხრივ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დაკარგო ის, რასაც არასდროს ფლობდი და შემდეგ რამდენად მორალურია ის, რომ შემოუშვა ეს ხალხი, გინდაც მათ ნამდვილ სენტიმენტებში არ ვიყოთ დარწმუნებული, მაშინ, როცა უკრაინელები კვლავ იბრძვიან და კვლავ იხოცებიან.

ბევრი დასავლელი ჟურნალისტი მეკითხება ამას, იმ დაშვებით, რომ თუკი რუსები გაეცნობიან ლატვიური, ბელგიური, თუ ფრანგული დემოკრატიისა და ცხოვრების წესს, შემდეგ ისინი დაბრუნდებიან რუსეთში და შეცვლიან ქვეყანას. დიახ, ჩვენ ამას 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. მილიონობით რუსი ჩამოდიოდა ევროპაში დასასვენებლად, ბიზნესისთვის თუ სასწავლებლად და შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ და დიახ, რუსეთი შეიცვალა, შეიცვალა უარესობისკენ. ასე რომ, ეს არგუმენტიც ჩემთვის გამოუსადეგარია. ეს ომია და ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ისე, რომ თითქოს არჩევანი დგას, როგორ გარდავქმნათ რუსეთი, არამედ ერთადერთი არჩევანი არის ის, თუ როგორ დავამარცხოთ რუსეთი. და ეს არის ის ერთ-ერთი ზომა იმისა, თუ როგორ დავამარცხოთ რუსეთი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ