"ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022" — წელს კონკურსი გამარჯვებულებს 8 ნომინაციაში გამოავლენს
"მე ამ ავტორებმა შემანჯღრიეს, რაღაც ახლებურად დამანახეს და იმაზე, დამაფიქრეს თუ როგორია მათი აზროვნების არეალი, როგორ მუშაობენ ისინი მასალაზე და როგორ ემორჩილებათ მათ ქართული სიტყვა", — ასე შეაფასა "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021"-ის კონკურსანტები ჟიურის წევრმა და BBC-ს ხარისხის კონტროლისა და რისკის მართვის მენეჯერმა ნათია აბრამიამ. სწორედ საზოგადოების გამოფხიზლება, პრობლემური საკითხების წინ წამოწევა და მათ მოსაგვარებლად ბიძგის მიცემაა მედიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" კი მათი შრომის დაფასებისა და სტიმულის მიცემის უკვე ტრადიციადქცეული ფორმაა.
გასულ წელს თავად კონკურსის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პრიზებისთვის არ მუშაობენ, თუმცა მათთვის საამაყოა ასეთი რეპუტაციის მქონე კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება.
უკვე 10 წელია ევროკავშირის წარმომადგენლობა ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას უწყობს ხელს.
წინ კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი, მე-11 საკონკურსო წელია.
წლევანდელი კონკურსისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა კი 2022 წლის 1 ნოემბერია.
გაიგეტ მეტი აქ.
გარდა იმისა, რომ წლევანდელ კონკურსს ჟიურის განახლებული შემადგენლობა ეყოლება, სიახლეა ნომინაციების მიმართულებითაც. თუკი აქამდე, კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები მომავალი ჟურნალისტებისთვის არის სახელმძღვანელო პროფესიული სტანდარტისა და იმისა, თუ რაზე უნდა ჰქონდეთ სწორება, წელს პირველად, კონკურსში მონაწილეობას სტუდენტებიც შეძლებენ. მე-11 საკონკურსო წელს ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი გამოვლინდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებს შეეძლებათ. ნომინაციის მიზანი, დამწყები ჟურნალისტების წახალისება და პროფესიული ზრდის გზაზე მათი ხელშეწყობაა.
წელს გამარჯვებულები სულ 8 კატეგორიაში გამოვლინდებიან. უცვლელი რჩება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში. ჟიური კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევარს გამოავლენს.
"სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში დღევანდელ კონტექსტში, ალბათ, განსაკუთრებით აქტუალურია. ამ პრიზს იმსახურებს დამოუკიდებელი, კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკა, რომელიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას", — განმარტავს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი.
"საუკეთესო დოკუმენტური ფოტო" კონკურსის ერთ-ერთი ტრადიციული ნომინაციაა. ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული, ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო წელს კვლავ გამოვლინდება.
აღნიშნულ ნომინაციაში გასულ წელს ფოტოგრაფმა გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა, რომლის ნამუშევარი თბილისში რელიგიური მრავალფეროვნების თემატიკას უკავშირდებოდა. გიორგი აღნიშნავს, რომ მსგავსი კონკურსები და მათი საქმიანობის ამ ფორმით დაფასება მედიის წარმომადგენლებს კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს.
"ასეთი გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის, რადგან აძლიერებს რწმენას, რომ შენი არჩევანი, ფოტოგრაფიული თვალსაზრისით, არის სწორი და ამაღლებს მოტივაციას, რომ შემდეგშიც გააგრძელო მუშაობა", — ამბობს გიორგი შენგელია.
ასე რომ, ასე გამოიყურება ის 8 კატეგორია, რომელშიც წელს ევროკავშირის პრიზი გაიცემა:
- სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
- სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
- საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
- ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
- საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში.
- კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებას, რომელიც ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში).
იმ ფონზე, რომ ჟურნალისტიკა რთული პროფესიაა და მედიის წარმომადგენლებს, ყოველდღიურად, სტრესულ გარემოში მუშაობა უწევთ, გასული წლის კონკურსის ჟიურის წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ჯილდო ჟურნალისტების მიმართ მადლიერების გამოსახატად, მათ წასახალისებლად და გასამხნევებლად საუკეთესო გზაა. მეორე მხრივ კი, ასეთი კონკურსები პროფესიული სტანდარტების დანერგვას უწყობს ხელს და ნამუშევრების ხარისხობრივი გაუმჯობესებაც თვალსაჩინოა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2012 წლიდან ტარდება. კონკურსის წესები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს ეფუძნება.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები