ვოლოდიმირ ზელენსკი

25 Sep. 2022, 01:40

კიდევ ერთხელ მინდა, ვუთხრა რუსებს რუსულად: რუს მეთაურებს არ აინტერესებთ რუსების სიცოცხლე, მათ უბრალოდ სურთ, შეავსონ დაღუპულების, დაჭრილების, გაქცეული ან ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების დატოვებული ცარიელი ადგილები. თქვენს მთავრობას არ აინტერესებს, ვინ დაიკავებს ამ ადგილებს.

გადამწყვეტი მომენტი დაგიდათ: სწორედ ახლა წყდება, დასრულდება თუ არა თქვენი ცხოვრება. სჯობს, არ მიიღოთ აღწერის წერილი, ვიდრე მოკვდეთ უცხო ქვეყანაში, როგორც ომის დამნაშავე. სჯობს გაექცეთ კრიმინალურ მობილიზაციას, ვიდრე შემდეგ ომში მონაწილეობისთვის პასუხისმგებლობა აიღო სასამართლოში. სჯობს ტყვედ ჩაგვბარდეთ, ვიდრე ჩვენს იარაღს ემსხვერპლოთ. ჩვენი მეომრების გმირობა და მონდომება, დამოუკიდებლობისა და სამართლიანობისკენ სწრაფვა, რომელმაც მთელი ჩვენი ხალხი გააერთიანა, ეჭვს არ ტოვებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენს ტერიტორიაზე ყველა დამპყრობელი აუცილებლად დამარცხდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ