ვიქტორ წილოსანი

23 Sep. 2022, 12:42

მე მგონი, რომ ამით აპელირებაც ზოგადად, არასწორია და გეტყვით, რატომ — თუ ჩვენ და მათ შორის, ჩინოვნიკები და მე ამ შემთხვევაში ჩემს თავზე ვიტყვი, თუ ვიტყოდით, რომ თქვენ გადაჯექით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და არაფერს არ გავაკეთებთ ამ მიმართულებით, მაგ შემთხვევაში, გეტყოდით, რომ თქვენი კითხვა ძალიან სწორი და რელევანტურია და ეს პრობლემაა. მაგრამ თუ ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ჩვენი მიზანია, რომ ურბანული სივრცე, რაც გაგვაჩნია, გადავანაწილოთ ყველასთვის: ქვეითისთვისაც, ველოსიპედისტისთვისაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც.

შესაბამისად, ვინაიდან ეს ათწლეულების განმავლობაში, ასე ვთქვათ, ოკუპირებული ჰქონდა ავტომობილებს მთელი სივრცე, უწევთ ახლა შევიწროება. შესაბამისად, ამ შევიწროებაში ხდება ერიც და ბერიც, მაღალჩინოსანიც და ყველა. ანუ, ეს ყველას პრობლემა არის და თუ იმ მაღალჩინოსანს, მათ შორის, მოქალაქესაც უნდა, რომ იდგეს საცობში, იდგეს, არავინ არ ეუბნება, რომ გადმოჯექი. 

განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ჟურნალისტმა მას უწყებების ავტომობილების რაოდენობაზე დაუსვა კითხვა: წლების განმავლობაში ვითხოვდით, მერიას რამდენი ტრანსპორტი ჰყავს და სამასზე ნაკლები, მე მგონი, არცერთ წელს არ ჰქონდა. იგივე საკრებულოს წევრებს, პარლამენტის წევრებს, საკმაოდ დიდი პარკი დგება საბოლოოდ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ