ირაკლი ქადაგიშვილი

8 Sep. 2022, 13:04

ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, მაგრამ სულ მცირე, ცოტა კორექტული ფორმულირება არის საჭირო — "მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი საშუალება მიიღონ".

დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა, რას ეხება ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი?

აშშ-ის საელჩომ პარლამენტი მოსმენების კანონის მიღების გამო გააკრიტიკა. საელჩო მიუთითებს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას მოქალაქეების გაკონტროლების შესაძლებლობას, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანტარტებთან, ასევე, ეწინააღმდეგება ვენეციისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ