გურამ მაჭარაშვილი

2 Sep. 2022, 15:34

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რბილად რომ შევაფასოთ, სამართლებრივადაც და ადამიანურადაც იყო აბსოლუტურად მიუღებელი. სამართლებრივად იმიტომ, რომ სამწუხაროდ, დღემდე ვერ ისწავლა მან კონსტიტუციაში მისი კონკრეტული ფუნქციები. ყოველი მისი განცხადება არა მხოლოდ არ ემთხვევა კონსტიტუციაში მის ფუნქციებს, არამედ დეესკალაციისკენ კი არა, ესკალაციისკენ არის მიმართული. მას რაღაც როლის აღება უნდა ხოლმე. ზოგადად ეს კარგია, თუმცა ვერ ახერხებს, რომ საყოველთაო შერიგების სათავეში იდგეს, ესეც არ გამოსდის. 

[...] მის ბრიფინგში თუ არ ვცდები, 70-80% ისაუბრა ჩვენზე, ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, და ეს რომ ყოფილიყო უმნიშვნელო, ბუნებრივია, ამ განცხადებებს არ დაუთმობდა ამდენ დროს. 

ერთი კონსტიტუციური ორგანო, პრეზიდენტი მეორე კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს აგდებულად მოიხსენიებს და ვერც დაითვალა სამი გავიდა თუ ოთხი ქართული ოცნებიდან. აქაც ეტყობა ან ეშლება და აქაც აგდებულად იხსენიებს, იმ დეპუტატებს რომლებიც არიან არჩეული იმ ამომრჩევლების მხრიდან, რომლებსაც სწორედ ჩვენი რეკომენდაციებით მივეცით საშუალება, რომ აერჩია საქართველოს პრეზიდენტი. არ დაავიწყდეს ვის მიერ არის არჩეული. 

ასე ეხმაურება ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგს. ზურაბიშვილმა ღარიბაშვილს მოუწოდა, გაემიჯნოს "იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც რაღაც წარმოუდგენელი ტექსტებითა და რიტორიკით გამოდიან". 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის 100 000 ლარამდე ზრდას ითვალისწინებს,…