ცეცხლსასროლი იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანა შესაძლებელი იქნება — რა უნდა იცოდეთ
ფოტო: ბეთლგრაუნდი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იარაღის მესაკუთრეები მომსახურების სააგენტოში დროებითი მოწმობის მიღებას შეძლებენ, რომლის საფუძველზეც უფლება ექნებათ, იარაღი ტირში ან სასროლეთში გადაიტანონ და შენახვის ადგილზე დააბრუნონ, არაუმეტეს კვირაში ერთხელ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ამ დრომდე, მოქმედი კანონმდებლობით ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანა დაშვებული არ იყო.
- დროებითი მოწმობის გარეშე იარაღის გადატანა ან გადატანის სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
დეტალები: იარაღის დროებითი მოწმობით შესაძლებელი იქნება შენახვის უფლებით რეგისტრირებული არაუმეტეს ხუთი იარაღის გადატანა.
- ხოლო ტირის ან სასროლეთის მფლობელის თანხმობის შემთხვევაში − გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნების (ერთ იარაღზე არაუმეტეს 50 ვაზნა) გადატანა.
- იარაღის გადატანისას პირმა თან უნდა იქონიოს იარაღის დროებით მოწმობა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.
- იარაღის დროებითი მოწმობის მისაღებად მესაკუთრემ წერილობითი მოთხოვნით უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს.
ფასები: ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის მიზნით, იარაღის დროებითი მოწმობის საფასური წარმოადგენს ერთ ერთეულ იარაღზე — 30 ლარს.
- ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე — 50 ლარს;
- ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე — 100 ლარს.
მომსახურების სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში გასცემს იარაღის დროებით მოწმობას, რომელშიც მითითებულია იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის და შენახვის ადგილზე დაბრუნების დროები.
- ტირში ან სასროლეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ტირის ან სასროლეთის მესაკუთრე იარაღის დროებით მოწმობაში უთითებს ვიზიტის დასრულების დროს.
- იარაღის მესაკუთრე ვალდებულია, არაუგვიანეს მოწმობით განსაზღვრული დროისა, იარაღი და გამოუყენებელი ვაზნები დააბრუნოს შენახვის ადგილზე.
- უწყების თქით, მომსახურების სააგენტო მუშაობს ელექტრონული პროგრამის შემუშავებაზე, რომლითაც შესაძლებელი გახდება იარაღის დროებითი მოწმობის ელექტრონულად გაცემა და იარაღის გადატანის ეფექტიანი მონიტორინგი.
არქივიდან: უკვე ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება —
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ
- როგორც უწყებაში ამბობენ, ამ ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გამარტივდა ღია ტიპის ტირების, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ნებართვის მიღების პირობები და პროცედურა.
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
კომენტარები