კოალიცია თანასწორობისთვის ლგბტქი თემისა და მათი მხარდამჭერების დაცვას ითხოვს
ფოტო: Shutterstock
კოალიცია თანასწორობისთვის სოლიდარობას უცხადებს ჰომოფიბიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღისადმი (აიდაჰო) მიძღვნილ შეკრებას და სახელმწიფოს 17 მაისს, ლგბტქი თემის წევრების, აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.
2012 და 2013 წელს კლერიკალური და რადიკალური ჯგუფების მიერ აიდაჰო შეკრების ძალადობრივი დარბევის შემდეგ, ლგბტქი ადამიანები და აქტივისტები ფაქტობრივად ვერ ახერხებენ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობას.
2013 წელს მასობრივი და ძალადობრივი კონტრდემონსტრაციის შემდეგ, რომლის შეკავება სახელმწიფომ დემონსტრაციულად სუსტი და არაეფექტიანი უსაფრთხოების გეგმით ვერ უზრუნველყო, თემის წევრებისთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, საჯარო შეკრების გამართვა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ქალაქის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სივრცეები 17 მაისს კლერიკალურ ჯგუფებს აქვთ დაკავებული, სადაც ისინი აიდაჰო დღის საპირისპიროდ, ხელოვნურად დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.
თემის წევრების სტრუქტურული ჩაგვრის პირობებში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობის და საჯარო თვითრეპრეზენტაციის შეუძლებლობა თემს საკუთარი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ პროტესტის გამოხატვისა და საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის საშუალებას ართმევს.
საჯარო სივრცეებიდან კონკრეტული ჯგუფების გარიყვა აზიანებს დემოკრატიული, პლურალური პოლიტიკური გარემოსა და სამართლიანი საზოგადოების განვითარების პროცესს.
კოალიცია აცხადებს, რომ სახელმწიფო ხშირად არ აღიარებს ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობისა და უფლებების სისტემური დარღვევის პრაქტიკას, რაც არსებული ჰომოფობიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს გარდაქმას ართულებს:
"მკვეთრად არაეფექტიანი პოლიტიკით სახელმწიფო ირიბად ხელს უწყობს ძალადობისა და დისკრიმინაციის წახალისებას".
კოალიციის განცხადებით, ლგბტქი აქტივისტებმა თბილისის მერიას პირველებმა მიმართეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრების გამართვის მოთხოვნით, თუმცა სახელმწიფომ უსაფრთხოების მაღალი რისკების გამო, მითითებულ ტერიტორიაზე შეკრების გამართვა შეუძლებლად მიიჩნია.
ამ მოცემულობაში ლგბტქი აქტივისტებს აიდაჰო შეკრების ჩატარება სხვა ადგილას - კანცელარიის შენობის წინ, სახელმწიფოს მხრიდან შეკრების შინაარსისა და ფორმის მკაცრი კონტროლის პირობებში უწევთ.
შეკრება მკაცრი საპოლიციო კონტროლის ქვეშ, ხანმოკლე დროით (1 საათი) და დახურული ღონისძიების ფორმით იმართება.
კოალიცია თანასწორობისთვის წევრი ორგანიზაციები, მოუწოდებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზურნველყოფს:
- 17 მაისს კანცელარიის შენობასთან ლგბტქი აქტივისტების, სათემო ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრულყოფილად განხორციელება და ამ მიზნით ეფექტიანი უსაფრთხოების გეგმის გამოყენება;
- აქციის დროს და შემდგომ პერიოდში ჰომო/ბი/ტრასფობიური დანაშაულების შესაძლო ესკალაციის რისკების სათანადო შეფასება და დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია.
საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
- თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი საჯარო განცხადებების გავრცელება, რომელიც დაგმობს ლგბტქი ჯგუფის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და ამ გზით ხელს შეუწყობს შესაძლო დანაშაულების პრევენციასა და დაუსჯელობის გარემოს აღმოფხვრას.
საქართველოს პარლამენტის წევრებს:
- თავი შეიკავონ ჰომო/ბი/ტრანსფობიური ენის გამოყენებისგან და დაგმონ ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის პრაქტიკები.
კოალიცია თანასწორობისთვის აიდაჰო შეკრების დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებს მონიტორინგს უწევს სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის საშუალებით. კოალიცია პროცესების განვითარების შესახებ შეფასებებს საზოგადოებას მომავალში გაუზიარებს.
ამასთან, კოალიცია 17 მაისის აიდაჰო აქციის მონაწილეებს სთავაზობს ცხელ ხაზს: 599 04 37 37, სადაც მათ შეუძლიათ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების შესახებ შეტყობინება დატოვონ.
კოალიციის წევრები არიან:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- კავშირი „საფარი“
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- იდენტობა
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი (Article 42)
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები