ბორის ჯონსონი

26 Jul. 2022, 22:40

ახლა მინდა ვიფიქრო, რომ, როდესაც უკრაინის ტრაგედიამ გამოიწვია მხარდაჭერის გლობალური აფეთქება, როდესაც ათობით ქვეყანა გამოვიდა თქვენი გმირული შეიარაღებული ძალების იარაღით მომარაგების მიზნით, უამრავმა ერმა დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების თითქმის სამმა მეოთხედმა ხმა მისცა და დაგმო შემოჭრა, მე მსურს ვიფიქრო, რომ ეს გარდაუვალი რეაქცია იყო, რადგან ჩემს სიცოცხლეში არასოდეს ყოფილა საერთაშორისო საქმეებში სწორისა და არასწორის უფრო მკაფიო შემთხვევა.

მაგრამ, სიმართლე ისაა, რომ ეს არ იყო გარდაუვალი, ეს რეაქცია არ იყო გარდაუვალი და უკრაინის მიმართ სოლიდარობის გლობალური ტალღა, დიდწილად, გამოწვეული იყო შენ მიერ გამოწვევებზე საუბრით. შენმა დაუმორჩილებლობამ, ღირსებამ, უცვლელმა კარგმა იუმორმა მილიონობით ადამიანი შეძრა და გახდი უკრაინელი ხალხის გმირობის სიმბოლო ბარბაროსობის წინააღმდეგ.

მიმართე იმდენ პარლამენტს, რომ ვეღარ ვითვლი და თემთა პალატის ორივე მხარე ფეხზე წამოაყენე, რაც ჩერჩილს აუცილებლად შეშურდებოდა და წარმომიდგენია, რომ მისი სული შენთანაა და ჩუმად მოგიწოდებს, გამხნევებს ყოველი განსაცდელის გადატანისას და შესაძლოა გაოცებული იყოს შენი შესანიშნავი გულგრილობის გამო ფიზიკური საფრთხის მიმართ, რისიც თავადაც ესმოდა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…