ოპოზიცია 12 პუნქტის შესასრულებლად კანონპროექტების შემუშავებას იწყებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
საპარლამენტო ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს შედგა და პროცესში არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ასოცირებული ტრიოს ორ ქვეყანას მიანიჭა, საქართველოს კი 12 პირობა და ამ პირობების შესასრულებლად 6-თვიანი ვადა მისცა.
- ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მათეული გეგმა წარადგინა და ამბობენ, რომ ამ გეგმის მიხედვით მუშაობენ.
- მმართველი პარტია ოპოზიციის ინიციატივას არ უერთდება.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, კოორდინაციაში არიან ყველა პროევროპულ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც ინიციატივით გამოვა.
- "ეს იქნება კოორდინირებული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, თუ დამატებით და ერთობლივად რა გააკეთოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ ჩვენ მეტად წავიწიოთ წინ იმ პროცესში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას".
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ის მექანიზმები უნდა შექმნან, რომელიც მმართველ პარტიას აიძულებს, შეასრულოს 12-ვე პუნქტი სტატუსის მისაღებად.
- "ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა ქართული ოცნება იძულებული გამხდარა, მიეღო ისეთი კანონი, რომლის მიღებაც არ უნდოდა".
- "მაგალითად, მათ პირველი მოსმენით კონსტიტუციას კენჭი უყარეს და ხმა მისცეს. არ უნდოდათ სრულად პროპორციული დაბალბარიერიან სისტემაზე გადასვლა, მაგრამ მოუწიათ".
ლელოს წევრის, ლანა გალდავას თქმით, შექმნიან ევროპული სტანდარტების კანონპროექტებს, რომლებსაც "ოცნების" კომისიებს და კომიტეტებს წარუდგენენ.
- "ჩვენ არ ვართ უმრავლესობაში და ცხადია, ჩვენი ხმები არ არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ მიერ დაწერილი კანონპროექტი გახდება კანონი"
- "მაგრამ, დაინახავს მოსახლეობა, დაინახავენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და წესით, სახელმწიფოებრივი მმართველობა რომ ჰქონდეს მმართველ გუნდს, ისინიც გაითვალისწინებდნენ".
- "რომელი კანონპროექტიც უკეთესი იქნება, მხარი უნდა დაუჭირონ იმას".
საიას თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, კონსულტაციისთვის მზად არიან ნებისმიერ მხარესთან.
- "პირდაპირ დავაფიქსირე, რომ ეს პარალელური, ალტერნატიული პროცესები არ არის ხელსაყრელი მთლიანად პროცესისთვის".
- "საბოლოო ჯამში პროცესები პარალელურად კი არ უნდა წარიმართოს, ერთ გადაკვეთის წერტილამდე უნდა მივიდეს".
ქართული ოცნების დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, "ალტერნატიული პროცესი ადასტურებს, რომ სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს".
- "გაუგებარია, როგორ შეიძლება, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში ხმების 1/3 არ აქვს, რაღაც პროცესი დაიწყოს მაშინ, როცა მმართველი პარტიის მიერ უკვე დაწყებულია პროცესი", — ამბობს სამხარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
"ეს ყველაფერი არის უბადრუკი მცდელობა იმისა, რომ დისკრედიტაცია მოხდეს იმ სამუშაო პროცესის, რომელსაც ხელისუფლება ეწევა".
არქივიდან: გასულ კვირას მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის მიერ დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობა არ მიიღო.
- სესია პრეზიდენტმა საპარლამენტო ოპოზიციის და დამოუკიდებელი დეპუტატების მოთხოვნის შემდეგ მოიწვია.
- მისი მოწვევის მიზანი ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მსჯელობა და შესაბამისი კანონპროექტების მიღება იყო.
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
კომენტარები