ნიკოლოზ სამხარაძე

25 Jul. 2022, 13:35

უკრაინის ხელისუფლებაში არიან გარკვეული ადამიანები, ვინც საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ. ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს. დავით არახამიას ინტერესი აქვს, დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო, მაგრამ ეს ინტერესი ვისგან მოდის, არ ვიცი და შეიძლება, ბევრი სპეკულაცია იყოს — ეს არის ნაციონალური მოძრაობისგან, რუსეთისგან თუ სხვა დაინტერესებული ძალებისგან. ამის განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ფაქტია, რომ კვირა არ გავა ისე, ამ ადამიანმა საქართველო მიზანმიმართულად არ დააზიანოს. არ ვიცი, ეს ყველაფერი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ატარებს თუ რუსეთისას, რადგან სხვა ქვეყანა არ ვიცი, რომელსაც მოცემულ მომენტში საქართველოს იმიჯის დაზიანება უნდა. ძალიან კარგად ვიცით მისი ახლო კავშირების შესახებ მიხეილ სააკაშვილთან. ეს ახალი არ არის. მისი პარტიის წევრიც იყო უკრაინაში. რა თქმა უნდა, შიდა ფაქტორი სახეზეა და შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ არახამიას განცხადებები ნაციონალური მოძრაობის განცხადებაა. ამის მიღმა რა კავშირები შეიძლება, ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, ეს არის დიდი ეჭვის საგანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე დავით არახამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მხოლოდ ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ