Glovo გეგმავს, რომ პარტნიორები ელ-კომერციის მიმართულებით გააძლიეროს
მას შემდეგ, რაც Glovo ქართულ ბაზარზე შემოვიდა, მკვეთრად შეიცვალა ელექტრონული კომერციის ბაზარი. აპლიკაცია აერთიანებს ბაზრის თითქმის ყველა კატეგორიას და მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის საჭიროებებს. სწორედ ესაა Glovo-ს მისიაც: გახადოს ყველაფერი ყველასათვის მარტივად ხელმისაწვდომი.
ამ მიზნის მისაღწევად, GlovoApp-ში ერთიანდება სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებები, იქნება ეს სარესტორნო, სასურსათო, ფარმაცევტული, რითეილისა თუ სერვისების კატეგორია. დღეს მომხმარებლებს შეუძლიათ Glovo-დან შეუკვეთონ ყველაფერი: სადილი ფავორიტი რესტორნიდან, სამედიცინო ლაბორატორიის მომსახურება, ტურები და სამოგზაურო დაზღვევა.
არტემ კოლოსიუკი, Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში:
"ამ დრომდე, Glovo აკავშირდებდა 3 ძირითად მხარეს: კურიერებს, მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს. ახლა, ამ სინერგიაში გაჩნდა სტრატეგიული ადგილი ბრენდებისათვის. ბრენდებთან თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულება მიზნად ისახავს, Glovo-ს არსებული რესურსებით, ბრენდებისათვის ელექტრონულ კომერციაში განვითარებაში დახმარებას. პარტნიორების ჩამონათვალი აერთიანებს FMCG ბრენდებს, ბანკებს, საგადახდო პროვაიდერებს, თუ სხვა იმ კომპანიებს, რომლებიც ციფრულ კომერციას, ბიზნეს განვითარების ძირითად სტრატეგიად მოიაზრებენ".
ახალი, 4-Side Marketplace-ის სტრატეგიის წარსადგენად, რომლის მიზანია Glovo-ს სხვადასხვა სერვისების საშუალებით, ბრენდების ელ-კომერციის განვითარებაში დაეხმაროს, 20 ივლისს, თბილისში, Glovo Brands Day გაიმართა. ღონისძიებას მედიის 120-ზე მეტი წარმომადგენელი, არსებული და პოტენციური პარტნიორები, მომხმარებლები, თანამშრომლები და ინვესტორები ესწრებოდნენ.
Glovo-ს სერვისები მოიაზრებს ბრენდებისათვის ციფრული კომერციის მოკლე თუ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას. ბოლო ათწლეულში, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ბრენდის განვითარებისა და მარკეტინგული სტრატეგიის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
შესაბამისად, Glovo-ს ტექნოლოგიური რესურსებიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გააერთიანოს ეს ვერტიკალი და ბრენდებისათვის გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგული პროდუქტები შექმნას.
კატო პეტრიაშვილი, ბრენდის მარკეტინგული სერვისების მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში:
"Glovo-ს ბიზნეს ინოვაციის მიმართულება მოიცავს Food Corner-ს, B2B თუ Glovo Express Market-ს. Glovo Express სპეციალურად მიტანის სერვისისათვის შექმნილი მარკეტის კონცეფციაა, რომელიც აერთიანებს პირველადი საჭიროების ყველანაირ კატეგორიას, ამარტივებს მომხმარებლისათვის პროცესებს და ქმნის ე.წ Ultra Fast Delivery შესაძლებლობას. ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობენ პარტნიორი რესტორნები თუ ქსელური მარკეტები, რომლებიც უწყვეტად განაგრძობენ Glovo-თან ერთად ელქტრონული კომერციის ზრდას.
ამ მიმართულების შექმნის დღიდან, საერთაშორისო თუ ლოკალურ ბრენდებთან, მრავალი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. პარტნიორი კომპანიების ვრცელი სია მოიცავს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Visa, Coca-Cola, TBC, BOG, Pepsico, Unilever, Mondelez, სოფლის ნობათი, Heineken, Nestle, Pernior Richard, Brown Forman, Diageo, Colgate-Palmolive და მრავალი სხვა".
დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიაში:
"გლოვოს ახალი სტრატეგია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც წარმატებას მსოფლიო მასშტაბით მიაღწია, გეგმავს ელ.კომერციის მიმართულებით დაეხმაროს იმ მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოში, ვისთვისაც ეს გამოწვევაა. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნის მისაღწევად, კომპანია ქვეყანაში არსებულ სხვა დიდ კომპანიებთან გეგმავს თანამშრომლობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ამ დიდი გეგმის განხორციელებაში, ჩვენი წვლილი შევიტანოთ".
Glovo-ს შესახებ
Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. აპლიკაცია, ასევე მოიცავს კატეგორიას "ყველაფერს", რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს, საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს ყველაფერი, რაც უნდა. Glovo, 2015 წელს, ბარსელობაში დაარსდა და არის ტექნოლოგიური, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყნის და 1300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. ჩვენი ხედვაა, რომ ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქში, უნდა ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე, რაც მას სურს!
Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
კომენტარები